მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხულოს მუნიციპალიტეტის კალოთაშის საჯარო სკოლაში ხანძარი გაჩნდა და შენობა მთლიანად დაიწვა. სკოლის დირექტორი შორენა მამულაძე etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ სკოლას ცეცხლი სავარაუდოდ, ელექტროსადენებიდან გაუჩნდა.
დირექტორის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ხანძარი საღამოს საათებში გაჩნდა, სკოლაში არავინ იმყოფებოდა.
„საბედნიეროდ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა სკოლა მთლიანად დაიწვა და ვერაფრის გადარჩენა შევძელით. როგორც იცით, ხის სკოლა იყო და ცეცხლი მთლიან შენობას მალევე მოედო. გუშინ, ადგილზე სამი სახანძრო ბრიგადა იმყოფებოდა. ხანძარი ჩააქრეს, თუმცა არაფერი გადარჩენილა.
სკოლა მცირეკონტიგენტიანია და სულ 14 მოსწავლე გვყავს. სასწავლო პროცესი დასწრებით რეჟიმში მიმდინარეობდა. ხანძრის გამო ადგილზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეც იმყოფებოდა და გვითხრა, რომ სასწავლო პროცესი მაქსიმალურად სწრაფად გაგრძელდებოდა. ჯერჯერობით ზუსტად არ ვიცით, სად მოგვიწევს გადასვლა, თუმცა სავარაუდოდ, რომელიმე ადმინისტრაციულ შენობაში შევძლებთ მოსწავლეების გადაყვანას და სასწავლო პროცესის უსაფრთხო გარემოში ჩატარებას“, - განაცხადა სკოლის დირექტორმა.
იხილეთ ასევე: „ყველაფერი გაკეთდება, რომ სასწავლო პროცესი არ შეწყდეს“ - ხულოში საჯარო სკოლა მთლიანად დაიწვა
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.