მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ეტალონსა“ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა იწყება, რაც ერთი მხრივ, საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის მხარდაჭერას გულისხმობს, მეორე მხრივ კი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობადობის ამაღლებას ისახავს მიზნად. Etaloni.ge სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ზურაბ ხონელიძეს ესაუბრა:
- ბატონო ზურაბ, რას გულისხმობს თანამშრომლობა?
- ჩვენი თანამშრომლობა გულისხმობს პროექტ „ეტალონის“ მხარდაჭერას. პროექტის, რომელიც ემსახურება გონიერი, განათლებული ახალგაზრდების ცოდნის გაღრმავებას და სახელმწიფოებრივი პოზიციის ფორმირებას. ამ პროცესში ჩვენ გულგრილები და მაყურებლები ვერ ვიქნებით. მე მიმაჩნია, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჩართულობა გადამდები იქნება ჩვენი სტუდენტებისთვისაც და გაზრდის უნივერსიტეტის ცნობადობას დადებით კონტექსტში.
ადამიანის ყველაზე დიდი უბედურება, ნაკლი, მინუსი, არის გაუნათლებლობა. ყველა პრობლების სათავე არის ჩვენი ცოდნისადმი დამოკიდებულება, არაინფორმირებულობა, ნაკლები განათლების ხარისხი. „ეტალონი“ სწორედ ამ ხარვეზის შევსების ერთ-ერთი ყველაზე მარტივი, სახალისო გზაა. ცოდნა, განათლება ისეთი ფორმით, ისეთი სახით არის მიწოდებული, რომ ამ მიდგომას ალტერნატივა არ აქვს. ეს არ არის ძალდატანებითი, - შედი ბიბლიოთეკაში, აქედან-აქამდე წაიკითხე და ა.შ. არა, ამ პროექტით განათლება სახალისოდ არის მიწოდებული.
- სოხუმის სახელმწიფო უნივერსისტეტის უახლოესი სამომავლო გეგმები რომ გაგვაცნოთ...
- ჩვენი, სახელმწიფო უნივერსიტეტის ძირითადი მოვალეობაა - საგანმანათლებლო. საგანმანათლებლოში, რა თქმა უნდა, იგულისხმება სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, განათლების ხარისხის ამაღლებაზე ზრუნვა და ა.შ გარდა საგანმანათლებლო, ამ ძირითადი მოვალეობისა, დაგეგმილი გვაქვს და ვმუშაობთ, რომ საუნივერსიტეტო ცხოვრება ავიყვანოთ საერთაშორისო ხარისხში, ანუ მოვახდინოთ პროცესების რეალური ინტერნაციონალიზაცია. ამ მიზნით, ჩვენ ვაფართოებთ სამოქმედო არეალს და საუნივერსიტეტო სივრცეს. ვცდილობთ, გავააქტიუროთ შიდა რესურსი და მაქსიმალურად მოვიზიდოთ გარე რესურსი, მოვახდინოთ მათი კონსოლიდაცია ერთი მიზნის, ერთი იდეის გარშემო.
ორი საქმე, რომლებზეც ვმუშაობთ: პირველი ეს არის - ყველაფრის, რაც არის დაკავშირებული აფხაზებთან და აფხაზურთან, კვლევა და პროპაგანდა: აფხაზური ენის, ისტორიის, კულტურის, ეთნოლოგიის, ეთნოგრაფიის, არქეოლოგიის, ნუმიზმატიკის და ა.შ. დაწყებული აფხაზური ენის გადარჩენის პირველი ნაბიჯით, მისი შენარჩუნების მიზნით. საქართველო არის ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც კონსტიტუციაში აქვს ჩაწერილი, რომ აფხაზური ენა არის მეორე სახელმწიფო ენა აფხაზეთის ტერიტორიაზე. აფხაზური ენის მნიშვნელობა და როლი ჩვენ ვიცით ჩვენი ერის ცხოვრებაში. სხვა ვალდებულება აფხაზურ ენასთან არც ერთ სახელმწიფოს არ აქვს და ამ ვალდებულებას არც აიღებს სხვა, საქართველოს გარდა. ეს ჩვენი, ქართული სახელმწიფოს ღირსების საკითხად მიმაჩნია.
მეორე საკითხი, რაზეც ვმუშაობთ - ჩვენ ვცხოვრობთ რეგიონში, ქვეყანაში, სადაც ქვეყნის შიგნით არის ორი გამოკვეთილი კონფლიქტი. რეგიონში, სადაც არის ყველა ტიპის, ყველა სახის კონფლიქტი - შიდა, ეთნიკური, ეთნო-პოლიტიკური, რელიგიური, სოციალური, სამხედრო და ა.შ. მე ვთვლი, რომ კონფლიქტის კვლევას სათანადო ყურადღება არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, სამწუხაროდ, არ ექცევა. ამიტომ ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას და გვაქვს შესაბამისი ინტელექტუალური პოტენციალი და გამოცდილება, შევქმნათ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, ეს იქნება კონფლიქტოლოგიის და რეგიონული პოლიტიკის. ანუ ორ საერთაშორისო ცენტრს ვქმნით - ერთი არის აფხაზეთთან დაკავშირებული და მეორე - კონფლიქტთან. ორთავეს ავიყვანთ საერთაშორისო ხარისხში. კიდევ ერთი საკითხია - ჩვენი უნივერსიტეტის გააქტიურება, ადგილის პოვნა ქვეყანაში, საგანმანათლებლო სივრცეში და, ზოგადად, ქართულ სახელმწიფოში.
- ამ პროცესებში როგორია სახელმწიფოს მხარდაჭერა?
- რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა არის და მჯერა, რომ მხარდაჭერა ხვალ და ზეგ უფრო მეტი იქნება. ამ ეტაპზე რა მხარდაჭერაც გვჭიდებოდა სახელმწიფოს მხრიდან, ეს ხელშეწყობა გვაქვს. ყველაზე მეტად რაც მახარებს, ეს არის ხელისუფლების განწყობა, მზაობა, სურვილი. ხელისუფლების მხრიდან არსებული მხარდაჭერის საფუძველზე, ყველა საშუალებაა, რომ უნივერსიტეტმა არათუ თავისი ადგილი დაიმკვიდროს საქართველოში, მისი ისტორიული მისიიდან გამომდინარე, არამედ ჩვენი უნივერსიტეტი ერთიანი ძალისხმევით ვაქციოთ რეგიონში სამეცნიერო-კვლევით, საგანმანათლებლო, ანალიტიკურ საუნივერსიტეტო ცენტრად, ჰაბად.
ჩვენი უნივერსიტეტი არის ქართული სახელმწიფოს ნაწილი. ჩვენ, პირად მე, როგორც რექტორი, ასევე ჩვენი უნივერსისტეტის თითოეული თანამშრომელი, პატივს სცემს ქართველ ხალხს და მის არჩევანს - დღევანდელ ხელისუფლებას. თუმცა, ჩვენ განყენებული არ ვართ ხელისუფლებისგან. რაც სათქმელია, არ გვერიდება, ვამბობთ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ოჯახში უმცროს შვილზე დაინიშნება 50-დან 450 ლარამდე ყოველთვიური დახმარება - ბიუჯეტი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა
როგორ ჩავრთოთ ბავშვები საახალწლო სამზადისში