მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თუ მოსწავლეს, პირბადე დაავიწყდება ან სკოლაში გაუწყდება, დაესვრება და ა.შ. სკოლას აქვს რესურსი უზრუნველყოს პირბადით, თუმცა ზოგადად, მშობელია პასუხისმგებელი - აღნიშნულის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნა.
მისივე თქმით, სამინისტრო სკოლებს საჭიროების შემთხვევაში პირბადეების დამატებითი მარაგით უზრუნველყოფს.
„სკოლას აქვს რესურსი თუ მოსწავლეს, მაგალითად, პირბადე დაუვარდა, დაესვარა ან დაავიწყდა, უზრუნველყოს პირბადით. მარაგი არის სკოლებში, თუმცა მშობელი არის პასუხისმგებელი შვილს გამოატანოს პირბადე.
ეს მარაგი შესყიდული და სკოლებში დარიგებულია. იმ შემთხვევაში თუ მათ დამატებით დასჭირდებათ ამ მარაგის შევსება, სამინისტროსი არსებობს მარაგი“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.
როგორც მინისტრის მოადგილე კიდევ ერთხელ განმარტავს, მე-5-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის პირბადის კეთება სავალდებულოა უშუალოდ საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისასაც. თუმცა იმ შემთხვევაში თუ სკოლაში ეს წესი დაირღვევა, საგანმანათლებლო დაწესებულება ამისთვის არ დაჯარიმდება. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სკოლებმა მკაცრად გააკონტროლონ მოსწავლეებში პირბადის ტარება.
იხილეთ ასევე: მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო ხდება, სკოლებს ინსტრუქცია დაურიგდებათ - განათლების მინისტრის განმარტება
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.