მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თერჯოლის N1 საჯარო სკოლა შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტს „ქართული კინო სკოლაში“ იწყებს.
პროექტის ერთ-ერთი მიზანია მოსწავლეებში ქართული კინოხელოვნების პოპულარიზაცია.
„ქართული კინო ჩვენი კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია და მას საუკუნოვანი ისტორია აქვს. საქართველოში კინოს დაბადების თარიღად 1908 წელი ითვლება, როდესაც რეჟისორმა, ვასილ ამაშუკელმა ბაქოში ფილმების გადაღება დაიწყო. პირველი დოკუმენტური ფილმი, რომელიც დღემდე შემორჩა გახლავთ 1912 წელს გადაღებული „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“. 6 წლის შემდეგ გადაიღო გერმანე გოგიტიძემ პირველი ქართული ფილმი „ქრისტინე“...
პროექტის მიზანია მოზარდ თაობაში ქართული კინოხელოვნების პოპულარიზაცია, ანალიტიკური აზროვნებისა და ესთეტიკური აღქმის უნარის განვითარება. ასევე ახალ თაობაში ქართული კინოს სფეროში ცნობიერების ამაღლება.
პროექტის ხელმძღვანელები: თამარ ამირანაშვილი, მარიკა კუბლაშვილი, თეა მაცაბერიძე, ანნა მემანიშვილი, მაია ბარათაშვილი, ასმათ ჩიტორელიძე, ლიკა ყუფარაძე.
მადლობა თანადგომისათვის სკოლის დირექტორს ქ-ნ ელისო მურადაშვილს, მის მოადგილეს ქ-ნ ლალი ხუჯაძეს“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებში სრულწლოვანი მოსწავლეების რიცხვი 3600-ს აჭარბებს - დეტალური ინფორმაცია
სახელმწიფო გრანტის მოპოვება 1-დან 6 წლამდეა შესაძლებელი - გრანტის ხანგრძლივობა სწავლების საფეხურების მიხედვით
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა საზეიმოდ მორთუოლ გარემოში დრო შთამბეჭდავად გაატარეს და სასკოლო საზოგადოებასაც დაუვიწყარი მომენტები აჩუქეს
მათი დავალება იყო სხვადასხვა მარცვლები ერთმანეთთან ისე დაეკავშირებინათ, რომ მიეღოთ და წაეკითხათ სიტყვები
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას