TOP ნიუსი
სიახლეები
პიროვნება

„მშობლებს ვურჩევდი, მიაჩვიონ შვილები შრომისმოყვარეობასა და პასუხისმგებლობას“ - მარინე ფხაკაძე, მაღლაკის N1 სკოლის დირექტორი
16-02-2021
-
+


რა გამოცდილება შეიძინა, როგორც სკოლის ხელმძღვანელმა, ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში, რა ძირითადი გამოწვევების წინაშე დააყენა ონლაინ-სწავლებამ და რა არის ის ძირითადი რჩევები და რეკომენდაციები, რომლითაც მშობლებს მიმართავს.  etaloni.ge გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის  N1 საჯარო სკოლის დირექტორთან, მარინე ფხაკაძესთან.

კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- დისტანციური სწავლებისთვის არ ვიყავით მზად; ბევრმა მშობელმა და მოსწავლემ ვერ გაითავისა რამდენად საშიში ვირუსია; არა მარტო საკუთარ თავზე, არამედ სხვების ჯანმრთელობაზეც უნდა იზრუნო.

ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- სიძნელეების დაძლევა; მეტად მოვთხოვოთ საკუთარ თავს ბევრი რამ; გამოცდილების უფრო მეტად გაზიარება.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- 2020 წელს დავახასიათებდი, როგორც დიდი გამოწვევების წელს. ბევრი ტკივილი მოგვაყენა კოვიდვირუსმა - ბევრი ახლობელი და ცნობილი ადამიანი დაიღუპა; ბევრს ჯანმრთელობა შეერყა, მაგრამ ვისწავლეთ ონლაინსივრცეში მუშაობა.

მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია მათი  მაღალი მოტივაცია, პასუხისმგებლობა და შრომისმოყვარეობა, სიახლეების მიღების მზაობა.

მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს  - რამდენი შესაძლებლობა აქვთ ინტერნეტის გამოყენებით: ელემენტარულით დაწყებული თუნდაც სხვადასხვა ენების შესწავლით დამთავრებული. მოსწავლეთა ნაწილი ამ შესაძლებლობებს ვერ ან არ იყენებს.

მშობლებს ვურჩევდი...

- მშობლებს ვურჩევდი: მიაჩვიონ შვილები  შრომისმოყვარეობასა და პასუხისმგებლობას; დაეხმარონ მასწავლებელს, რათა მათ შვილებს ჩამოუყალიბდეთ ის უნარ- ჩვევები, რომელსაც გამოიყენებენ ცხოვრებაში. 

ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ: როგორი იქნებოდა ჩემი თაობა ცოდნის მიღებისა და გაღრმავების ამდენი შესაძლებლობა რომ ყოფილიყო.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება