მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხათუნა გორგოძე ქუთაისის N4 საჯარო სკოლის პედაგოგი გახლავთ, რომელიც Etaloni.ge-ს იმ გამოცდილების შესახებ ესაუბრება რაც დისტანციური სწავლების გამოწვევებმა პედაგოგებსა თუ მოსწავლეებს შესძინა. როგორ გაიარეს ეს პერიოდი პროფესიისა და ბავშვების ერთგულმა „რაინდებმა“? - იყო სირთულეები, თუმცა მათ ღირსეულად გაუმკლავდნენ და ახლა, მშობლიური სკოლის კედლებში დაბრუნებულები, მეტი ენთუზიაზმით შეასრულებენ იმ დიდ საქმეს , რასაც განათლებული მომავალი თაობების აღზდა ჰქვია.
- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...
- რომ თანამედროვე ტექნიკა და ტექნოლოგიები ხელს უწყობს, კრიტიკულ მომენტში შევინარჩუნოთ განათლების უწყვეტობა.
- ონლაინ-სწავლებამ გვასწავლა...
- როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები საკომუნიკაციოდ; გავიწაფეთ ელექტრონული რესურსების გამოყენებაში, რათა გაკვეთილი უფრო საინტერესო და მიზანმიმართული გახდეს.
- 2020 წელს დავახასიათებდი...
- როგორც გამოწვევის წელს - ურთიერთთანადგომით მიუღწეველი არაფერია.
- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...
- დამოკიდებულება, რომელიც ამ პერიოდში ჩამოყალიბდა მოსწავლეებსა თუ მათ მშობლებთან.
- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...
- ის, რომ მოსწავლეთა ნაწილი, რომელიც პასიური იყო, ონლაინ-სწავლებამ აქტიური გახადა და პირიქით.
- მშობლებს ვურჩევდი...
- დაეხმარონ შვილებს დღის რეჟიმის სწორად დაგეგმვაში და მონიტორინგი განახორციელონ ისე, რომ არ შეიზღუდოს ბავშვების უფლებები.
- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...
- დედამიწამ დაიბრუნოს ჩვეული სახე, დაბრუნდეს ხალისიანი დღეები, ასევე ხვალინდელ სკოლაზე, ჟრიამულზე სკოლის დერეფნებსა და ეზოში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.