მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N4 საჯარო სკოლა იმის ნათელი დადასტურებაა, როგორ შეიძლება ერთმუშტად შეკრული გუნდი ბოლომდე მედგრად იდგეს მოსწავლეთა განათლების სადარაჯოზე. ქეთინო კობეშავიძე, ქუთაისის N4 საჯარო სკოლის პედაგოგი კი ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც, თავის მოსწავლეებთან ერთად, ღირსეულად გადალახა პანდემიით განპირობებული ყველა გამოწვევა და დღეს, Etaloni.ge-ს იმაზე ესაუბრება, თუ რა გამოცდილება მიიღეს ონლაინ-სწავლებით; რომ პანდემიას მათთვის ხელი არ შეუშლია, მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლება მიეცათ და დღეს უზომოდ მოხარულები არიან, სკოლის კედლებში სწავლის გაგრძელების საშუალება რომ აქვთ.
- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...
- აუცილებელია, ადამიანებს ქონდეთ პასუხისმგებლობა საზოგადოების, ოჯახისა და საკუთარი თავის წინაშე. აზროვნებდეს მოქალაქეობრივად და გააჩნდეს ელემენტარული სამედიცინო განათლება, რათა შეძლოს კრიტიკულ სიტუაციაში სწორი გამოსავლის პოვნა.
- ონლაინ-სწავლებამ გვასწავლა...
- არსებულ რეალობაში აუცილებელია საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მაღალ დონეზე ფლობა.
- 2020 წელს დავახასიათებდი...
- როგორც ყველაზე ცუდ წელიწადს. covid-პანდემიამ შეიწირა უამრავი ადამიანის სიცოცხლე, უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა ადამიანების ფსიქიკაზე, რაც უარყოფითად აისახება ცხოვრებაზე, ქმედებასა და ურთიერთობაზე. 2020-მა წელმა დაგვანახა, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს სასწავლი.
- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...
- რომ უმეტესობას შეუძლია, იყოს მოსწავლის აზრის გამზიარებელი და მისი თანამდგომი კრიტიკულ სიტუაციაში.
- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...
- მათი არაადეკვატური ქმედება სხვადასხვა სიტუაციაში და უპასუხისმგებლობა საკუთარი თავის წინაშე.
- მშობლებს ვურჩევდი...
- იყვნენ შვილების მეგობრები, აზრის გამზიარებლები; ასევე ვურჩევდი, დიდი დრო გაატარონ შვილებთან, რათა არ მოხდეს გაუცხოება; მჭიდროდ ითანამშრომლონ სკოლასთან.
- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...
- თუ როგორი იქნება ხვალინდელი დღე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებში სრულწლოვანი მოსწავლეების რიცხვი 3600-ს აჭარბებს - დეტალური ინფორმაცია
სახელმწიფო გრანტის მოპოვება 1-დან 6 წლამდეა შესაძლებელი - გრანტის ხანგრძლივობა სწავლების საფეხურების მიხედვით
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა საზეიმოდ მორთუოლ გარემოში დრო შთამბეჭდავად გაატარეს და სასკოლო საზოგადოებასაც დაუვიწყარი მომენტები აჩუქეს
მათი დავალება იყო სხვადასხვა მარცვლები ერთმანეთთან ისე დაეკავშირებინათ, რომ მიეღოთ და წაეკითხათ სიტყვები
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას