მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ეტალონის“ უპრეცედენტო პროექტის „საქართველოს აბიტურიენტთა თანავარსკვლავედი 2021“-ის იანვრის თვის გამარჯვებულს, დავით ჩიტაშვილს პუბლიცისტმა თაკო ჩარკვიანმა სიურპრიზი გაუკეთა და პორტატული კომპიუტერი გადასცა საჩუქრად.
როგორც პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი etaloni.ge-სთან საუბრისას აცხადებს, საგანმანათლებლო პროექტები დღევანდელ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია და ეს მისი მხრიდან იყო ხელშეწყობა და მოტივაცია, როგორც გამარჯვებული მოსწავლისთვის ისე, სხვა ბავშვებისთვის და უშუალოდ პროექტის მიმართ.„ეს იყო სიურპრიზი. ასე გადავწყვიტეთ, რადგან ამ ვითარებაში როცა ასეთი გაჭირვებაა, პანდემიაა, ბავშვების განათლებას არ ექცევა სათანადო ყურადღება, არადა საქართველოს გადარჩენის იმედი სწორედ განათლებულ თაობაშია. ამ მოსწავლისთვის ეს საჩუქარი იქნებოდა წახალისება და დამატებითი მოტივაცია და ვფიქრობ, ძალიან კარგი გადაწყვეტილება მივიღეთ. ჩავთვალე, რომ ეს იყო გვერდში დგომა და ასეთი ჟესტით გამოვხატე მხარდაჭერა ამ შესანიშნავი პროექტის მიმართ“, - გვითხრა თაკო ჩარკვიანმა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის შილდის N2 საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე დავით ჩიტაშვილი ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ემზადება და როგორც თავად გვეუბნება, უნდა თბილისის სამედიცინო სახელმწიფო უნივერსიტეტში ქირურგიის მიმართულებით ჩააბაროს. პროექტში წარმატება კი მისთვის მოულოდნელი და სასიხარულო იყო.
„პროექტში ჩემი მონაწილეობა საკმაოდ მოულოდნელი და წარმატებული იყო. როცა კონკურსში მონაწილეობა შემომთავაზეს დაუფიქრებლად დავთანხმდი, რადგან საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მერვე კლასიდან სისტემატიურად ვიღებდი მონაწილეობას.
მიუხედავად ამისა, მეგონა, რადგან ონლაინ ფორმატში ტარდებოდა შეიძლებოდა გარკვეული შეფერხებები ყოფილიყო, თუმცა ძალიან გამართული იყო ყველაფერი ტექნიკურად. ძალიან გამიხარდა მოგება, მაგრამ ვფიქრობ, მონაწილეობაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, რადგან ასეთი პროექტის ნაწილი რომ ხდება უკვე წარმატება.
მინდა ყველა მოსწავლეს ვუთხრა, რომ არ დანებდნენ, მაქსიმალურად ეცადონ, რომ მიიღონ საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობა, ეს გვაძლევს შესაძლებლობას უფრო მეტი ვისწავლოთ და როცა სტიმულს ვხედავთ, უფრო მეტს ვსწავლობთ და უფრო მეტად ვვითარდებით“, - გვითხრა დავით ჩიტაშვილმა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.