მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N37 საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ნამდვილ დღესასწაულად იქცა და ამის ნათელი მაგალითი რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის, რუსუდან ჩიხლაძის მიერ ჩატარებული ონლაინ-ღონისძიება გახლავთ, რომელშიც თბილისის N37 საჯარო სკოლის VIა, Xა, XIIა კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ლიტერატურულმა ღონისძიებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, ქალბატონი რუსუდან ჩიხლაძის ძალისხმევის შედეგი - მოსწავლეებს უყვართ საკუთრი პედაგოგიცა და საგანიც.
„წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ლიტერატურული ღონისძიება გამართა რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ქალბატონმა რუსუდან ჩიხლაძემ. ღონისძიებაში მონაწილე - მე-6 ა, მე-10 ა, მე-12 ა კლასის მოსწავლეებმა შესანიშნავად წარმოაჩინეს ლიტერატურისა და წიგნის სიყვარული! მადლობა ქალბატონ რუსუდან ჩიხლაძეს, რომელიც თითოეულ მოსწავლეში აღვივებს წიგნის სიყვარულს, ამდიდრებს მათ თვალსაწიერს და ხელს უწყობს წიგნიერი თაობის ჩამოყალიბებას!“, - ნათქვამია თბილისის N37 საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ვიდეო სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებში სრულწლოვანი მოსწავლეების რიცხვი 3600-ს აჭარბებს - დეტალური ინფორმაცია
სახელმწიფო გრანტის მოპოვება 1-დან 6 წლამდეა შესაძლებელი - გრანტის ხანგრძლივობა სწავლების საფეხურების მიხედვით
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა საზეიმოდ მორთუოლ გარემოში დრო შთამბეჭდავად გაატარეს და სასკოლო საზოგადოებასაც დაუვიწყარი მომენტები აჩუქეს
მათი დავალება იყო სხვადასხვა მარცვლები ერთმანეთთან ისე დაეკავშირებინათ, რომ მიეღოთ და წაეკითხათ სიტყვები
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას