მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებს - ქეთი ბედელაძესა და ნუკი მანაგაძეს დიმიტრი ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრის დირექტორმა, მერაბ კვიცარიძემ და ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა მარეხი ნიჟარაძემ სიურპრიზი მოუწყვეს. მათ ფრიდონ ხალვაშის სახელობის ლიტერატურული კონკურსის ვერცხლისა და საფინალო დიპლომის მფლობელი მოსწავლეები დაასაჩუქრეს.
სკოლა მერაბ კვიცარიძესა და მარეხი ნიჟარაძე დაუვიწყარი შეხვედრისთვის მადლობას უხდის.
„როგორ მოგვნატრებია ჩვეული აქტიური ცხოვრება, როგორი ამაღლებული განწყობით შევაბიჯეთ დღეს დიმიტრი ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრში, სადაც ცენტრის დირექტორმა, ქუთაისის საპატიო მოქალაქემ ბატონმა მერაბ კვიცარიძემ და ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ქალბატონმა მარეხი ნიჟარაძემ ულამაზესი სიურპრიზი მოუწყვეს ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებს ქეთი ბედელაძეს და ნუკი მანაგაძეს. გოგონები ზურაბ გორგილაძისა და ფრიდონ ხალვაშის სახელობის ლიტერატურული კონკურსის „ზღვაური 2020“ ვერცხლის დიპლომის და საფინალო დიპლომის მფლობელები გახდნენ პროზაული ნაწარმოებების შექმნისთვის. კონკურსის ორგანიზატორი გახლავთ პოეტი ქალბატონი ბელა ქებურია. ბატონმა მერაბმა მოსწავლეები თავისი ლექსების კრებულით „მთვრალი მეტაფორები“ და მათთვის განკუთვნილი სუვენირებით დაასაჩუქრა, ხოლო ქალბატონმა მარეხიმ მოსწავლეებს ხატები უსახსოვრა. მადლობას ვუხდით ჩვენი ქალაქის რჩეულ ადამიანებს, ღირსეულ პიროვნებებს - ბატონ მერაბ კვიცარიძეს და ქალბატონ მარეხი ნიჟარაძეს დაუვიწყარი შეხვედრის მოწყობისთვის“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
უმაღლესების საყურადღებოდ - რა დოკუმენტები უნდა წარადგინოთ რეგისტრაციისთვის
ხელფასის გაცემის დრო, სამუშაო დღის ხანგრძლივობა, წახალისების სახეეები... კიდევ რა ინფორმაციას უნდა შეიცავდეს საბავშვო ბაღების შინაგანწესი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა საზეიმოდ მორთუოლ გარემოში დრო შთამბეჭდავად გაატარეს და სასკოლო საზოგადოებასაც დაუვიწყარი მომენტები აჩუქეს
მათი დავალება იყო სხვადასხვა მარცვლები ერთმანეთთან ისე დაეკავშირებინათ, რომ მიეღოთ და წაეკითხათ სიტყვები
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას