სიახლეები
სიახლეები

ასობით სტატუსიანი პედაგოგი დანამატს ვერ იღებს, ათასზე მეტ უსტატუსო მასწავლებელს კი სრული საათობრივი დატვირთვა აქვთ - მიზეზები
18-02-2021
-
+


52 058 მასწავლებლიდან 6 915 მასწავლებელს არ აქვს სრული საათობრივი დატვირთვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მასწავლებლები მიუხედავად იმისა, სტატუსი აქვთ თუ არა, ვერ იღებენ შესაბამის დანამატს.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ etaloni.ge-სთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ქვეყნას 49 344 სტატუსიანი პედაგოგი ჰყავს, საიდანაც სრული საათობრივი დატვირთვით 42 309 მასწავლებელი მუშაობს. ხოლო 7 035 მასწავლებელს, სტატუსის დანამატი არ ერიცხება. მათ შორის შედიან პედაგოგები, რომლებიც სტატუსის გარეშე მუშაობენ და პრაქტიკოსის სტატუსი აქვთ.  

სრული საათობრივი დატვირთვა აქვს 1 417-ს უსტატუსო მასწავლებელს. საქართველოს სკოლებში დღევანდელი მდგომარეობით ასეთი სულ 2 714 მასწავლებელი რჩება. ესენი არიან პედაგოგები, რომლებმაც სქემაში ჩართვაზე თავიდანვე უარი თქვეს. უსტატუსო პედაგოგების სკოლაში დარჩენის მიზეზებს შორის ერთ-ერთი კვალიფიციური პედაგოგების არ არსებობაა. ამ პედაგოგთა სიაში არიან ასევე ის ადამიანებიც, რომლებსაც არ აქვთ უმაღლესი განათლება, მაგრამ დასაქმებულები არიან სკოლაში. მაგალითად, თუ პირს მუსიკალური ათწლედი აქვთ დამთავრებული, კარგი მუსიკოსია, მაგრამ არ აქვს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი და ვერ აკმაყოფილებს სტანდარტს.

8224 პრაქტიკოსი მასწავლებლიდან, სრული საათობრივი დატვირთვა 6 134-ს აქვს. 

მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ განათლების სფეროს წარმომადგენლებმა, მათ შორის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრებმა არაერთხელ მიმართეს საკანონმდებლო ორგანოს ინიციატივით, რომ სტატუსის დანამატი არ ყოფილიყო საათობრივ დატვირთვაზე მიბმული და პედაგოგები, რომლებიც აიმაღლებდნენ სტატუსს სრულად მიეღოთ შესაბამისი დანამატი. სკოლების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე ხშირად მცირეკონტიგენტიანი პედაგოგები იჩაგრებიან, ვინაიდან სკოლაში ფიზიკურად არ არის იმის საშუალება, რომ პედაგოგს სრული საათობრივი დატვირთვა ჰქონდეთ, თუმცა აღნიშნულ ცვლილებას პარლამენტი არც ერთხელ დათანხმებია.

დეტალური სტატისტიკური მონაცემები, თუ რამდენი სტატუსიანი მასწავლებელი გვყავს, როგორ არის სტატუსის მიხედვით პედაგოგთა რაოდენობა გადანაწილებული და რამდენ მათგანს აქვს სრული საათობრივი დატვირთვა იხილეთ ცხრილში: 


ამ მონაცემების გარდა, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ 2021 წელს მიღებული სტატუსების შესახებაც მოგვაწოდა მონაცემები, რომლის მიხედვითაც, 2021 წელს სტატუსი მოემატა 2 მასწავლებლობის მაძიებელსა და 6 უფროსი სტატუსის პედაგოგს, მათგან ყველას აქვს სრული საათობრივი დატვირთვა.

სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატის სრული ოდენობა შემდეგნაირადაა გადანაწილებული:

  • უფროსი მასწავლებლისათვის განისაზღვრება 570 ლარით;
  • წამყვანი მასწავლებლისათვის განისაზღვრება 950 ლარით;
  • მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლისათვის განისაზღვრება 1 250 ლარით.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება