მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N4 საჯარო სკოლა დღეს საკლასო ოთახებში დაბრუნებული მოსწვლეებით ხარობს, თუმცა მასწავლებლებს არც ის რთული პერიოდი დავიწყებიათ, რომელიც პანდემიის გამო მოსწავლეებთან ერთად გამოიარეს და არც ის გამოცდილება, რაც ონლაინ-სწავლებამ შესძინა. სწორედ ამ საკითხებზე საუბრობს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის პედაგოგი, მანანა ჯანელიძე Etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში.
- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...
- თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ადამიანებთან ურთიერთობა და რა მოსაწყენია ცხოვრება ცოცხალი კონტაქტების გარეშე.
- ონლაინ-სწავლებამ გვასწავლა...
- რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს და პრობლემურ პირობებშიც კი, განათლების მიღება შესაძლებელია თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით.
- 2020 წელს დავახასიათებდი...
- ძალიან ნეგატიურად ყველა მიმართულებით.
- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...
- მათ მიერ მოპოვებული წარმატებები, გამოცხადებული თანადგომა და მუდმივი მზაობა კოლაბორაციისთვის.
- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...
- მაღალი პასუხისმგებლობა და მუდმივი სწრაფვა სიახლისკენ.
- მშობლებს ვურჩევდი...
- აქტიურ მხარდაჭერას თავიანთი შვილების სწავლა-აღზრდისა და მათი მომავლის სწორად განსაზღვრის საქმეში.
- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...
- როგორ შეიძლება გავხადოთ სკოლა მოზარდისთვის უფრო საინტერესო და მიმზიდველ საგანმანათლებლო სივრცედ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.