მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დღეს, როდესაც საქარველოს საგანმანათლებლო სისტემამ წარმატებით დაძლია პანდემიის გამო შემქნილი ყველა გამოწვევა, უკვე იმაზეც შეგვიძლია ვისაუბროთ, რა გამოცდილება მიიღეს პედაგოგებმა და მოსწავლეებმა ონლაინ-სწავლებით. ქეთევან ველთაური, თელავის N6 საჯარო სკოლის დირექტორი ბლიც-ინტერვიუში იმაზე საუბრობს, რომ „ძალა ერთობაშია და ყველანაირი დაბრკოლება გადაილახება თავდაუზოგავი შრომით“. თელავის N6 საჯარო სკოლა კი სწორედაც მაგალითია ერთმუშტად შეკრული გუნდისა და წარმატებული ხელმძღვანელის, რომლებიც მუდმივად ზრუნავენ მომავალი თაობების განვითარებაზე.
- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...
- ის, რომ მზად უნდა ვიყოთ ყველანაირი სცენარისთვის. თვალსაჩინო გახადა ის ფაქტი, რომ ტექნოლოგიები არის ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი.
- ონლაინ-სწავლებამ გვასწავლა...
- რომ ძალა ერთობაშია. ყოველგვარი დაბრკოლება გადაილახება ერთობითა და თავდაუზოგავი შრომით, სკოლა, ეს ერთი დიდი ოჯახია, რომელშიც გაერთიანებულია მოსწავლე, მშობელი და მასწავლებელი.
- 2020 წელს დავახასიათებდი...
- როგორც გარდამტეხ პერიოდს XXI საუკუნის ადამიანთა ცხოვრებაში. ამ წელმა დაგვანახა ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები. გვასწავლა, როგორ ავუწყოთ ფეხი გამოწვევებს, სასწავლო პროცესი გავხადოთ უფრო მოქნილი, სიახლეების მიმართ ვიყოთ გახსნილები და მეტი ვიშრომოთ სკოლისა და ახალი თაობების სასიკეთოდ.
- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...
- ის თავდადება, აქტიურობა, ჩართულობა და მზაობა, რომელიც გამოიჩინეს პანდემიის დროს.
- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...
- ის, რომ პანდემიის გამოწვევებს ფეხი აუწყვეს, შეცვალეს ჩვეული სასკოლო ცხოვრება დისტანციურით, დაემორჩილნენ ახალ რეგულაციებს და ხარისხიან განათლებას იღებენ.
- მშობლებს ვურჩევდი...
- მეტ ჩართულობას, აქტიურობას, თანამშრომლობას. იყვნენ სკოლისა და საკუთარი შვილების გვერდით. ძლიერი სკოლა ფუნდამენტია ძლიერი სახელმწიფოსი.
- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...
- თუ, როგორ გავზარდო მოტივაცია მოსწავლეებში და როგორ შევუქმნა ჩვენს ბავშვებს უსაფრთხო და სასიამოვნო გარემო სკოლაში.20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
უმაღლესების საყურადღებოდ - რა დოკუმენტები უნდა წარადგინოთ რეგისტრაციისთვის
საჯარო ბაღებში სამსახურის დაწყება კონკურსის გარეშეა შესაძლებელი - რა უფლებები და ვალდებულებები აქვს სკოლამდელ დაწესებულებას
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა საზეიმოდ მორთუოლ გარემოში დრო შთამბეჭდავად გაატარეს და სასკოლო საზოგადოებასაც დაუვიწყარი მომენტები აჩუქეს
მათი დავალება იყო სხვადასხვა მარცვლები ერთმანეთთან ისე დაეკავშირებინათ, რომ მიეღოთ და წაეკითხათ სიტყვები
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას