მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თიანეთის მუნიციპალიტეტის, ბოჭორმის საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან ბეღანაშვილი ბლიც-ინტერვიუში იმ გამოწვევების შესახებ საუბრობს, რომლის წინაშეც მაღალმთიანი სოფლის მკვიდრი მოსწავლეები დგანან, თუმცა ყველა დაბრკოლების მიუხედავად ისინი ახერხებენ, ისწავლონ და განვითარდნენ. ქალბატონი ქეთევანი ამაყობს თავის ბავშვებითა და რა თქმა უნდა მასწავლებლებით, რომლებიც მუდმივად განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე დგანან.
- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...
- ის ძვირფასი წუთები, რომლებიც გვქონდა. ურთიერთობები თანამშრომლებთან, მეგობრებთან, ახლობლებთან, მეზობლებთან... რომ საჭიროა უფრო მეტად ჰიგიენის დაცვა, ამით ვუფრთხილდებით საკუთარ და ერთმანეთის ჯანმრთელობას.
ფაქტობრივად, ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა გაჭირვებაში, რომლებსაც სჭირდებათ დახმარება, როგორც ეკონომიკური, ისე - ფსიქოლოგიური.
- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...
- ჩვენმა სკოლამ სასწავლო წელი ჩვეულ რეჟიმში დაიწყო, მაგრამ შარშან მარტიდან ვიმუშავეთ ონლაინ-რეჟიმში, სასწავლო წლის ბოლომდე. ამ ხნის განმავლობაში ვისწავლეთ მუშაობა „თიმსში“,შევქმენით ჯგუფები მესენჯერის საშუალებით. კრიტიკულ მომენტებში გვქონდა სატელეფონო კავშირიც... მოგეხსენებათ, ჩვენ ვართ მაღალი მთის ზონაში, გვიჭირს ინტერნეტის მიღება, საგაკვეთილო პროცესის დროს ზოგიერთ ბავშვს უჭირდა ონლაინ ჩართვა და ძალაუნებურად, გვიწევდა ლოდინი.
ჩვენც შევეჩვიეთ ერთმანეთის მოთმინებით ლოდინს და ვისწავლეთ უფრო მეტად ურთიერთდახმარება.
- 2020 წელს დავახასიათებდი...
- ყველაზე რთულ წლად ყველა სფეროში. პირადად ჩვენ, დაგეგმილი გვქონდა მრავალი სასკოლო და სკოლისგარე ღონისძიება, რომელიც განუხორციელებლად დაგვრჩა.
- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...
- პროფესიის სიყვარული, პასუხისმგებლობის გრძნობა, ყურადღება ყველას მიმართ, კომუნიკაცია მშობლებსა და პედაგოგებთან; ერთმანეთის აზრის გამოხატვის პატივისცემა და მოსმენის უნარი. ბრძოლა წინსვლისთვის სტატუსის ასამაღლებლად.
- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...
- რომ არ აქვთ ის პირობები, რომელიც შეეფერება ჩვენს საუკუნეს, არიან სოციალურად დაუცველები, რაც გავლენას ახდენს მათი ცხოვრების რიტმზე. სოფელს არ აქვს წყალმომარაგება და წყალს ეზიდებიან მახლობელი წყაროებიდან.
- მშობლებს ვურჩევდი...
- ჩვენ ვართ მცირეკონტინგენტიანი სკოლა, ყველა ბავშვის მშობელთან გვაქვს სისტემატური კომუნიკაცია, გვყავს ყურადღებიანი მშობლები და ყველა ჩვენს ქებასა თუ შენიშვნას თავიანთი შვილების მიმართ ისე აღიქვამენ, როგორც ჩვენ ვგრძნობთ; ამიტომ ისინი განსაკუთრებულ რჩევებს არ საჭიროებენ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
უმაღლესების საყურადღებოდ - რა დოკუმენტები უნდა წარადგინოთ რეგისტრაციისთვის
საჯარო ბაღებში სამსახურის დაწყება კონკურსის გარეშეა შესაძლებელი - რა უფლებები და ვალდებულებები აქვს სკოლამდელ დაწესებულებას
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა საზეიმოდ მორთუოლ გარემოში დრო შთამბეჭდავად გაატარეს და სასკოლო საზოგადოებასაც დაუვიწყარი მომენტები აჩუქეს
მათი დავალება იყო სხვადასხვა მარცვლები ერთმანეთთან ისე დაეკავშირებინათ, რომ მიეღოთ და წაეკითხათ სიტყვები
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას