სიახლეები
სიახლეები

საბავშვო ბაღების ავტორიზაციის წესები ვერ შესრულდება, ეს არის რეალობა - მაია ცქიტიშვილი
17-02-2021
-
+


საბავშვო ბაღების ავტორიზაციის წესები, რომელიც პარლამენტმა მიიღო, იმ სახით ვერ შესრულდება, რაც დოკუმენტშია ასახული - ეს არის რეალობა - აღნიშნული განცხადება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

მინისტრის თქმით, საბავშვო ბაღების ავტორიზაციასთან დაკავშირებული რეგლამენტი ბაღებთან დაკავშირებით არსებულ რეალობას, არ ასახავს.

„როცა ძველ ბაღებზე ვსაუბრობთ, არათუ სარემონტო სამუშაოები, არამედ მეტწილად შენობის კარდინალური სტრუქტურული ცვლილებებია საჭირო, რათა ის რეგლამენტთან შესაბამისობაში მოვიდეს. საბავშვო ბაღებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში თვითმმართველობები მართავენ. ჩვენ ყველა ერთად უნდა დავეხმაროთ, რომ რეგლამენტის პირობები გადაიხედოს და ბაღების ავტორიზაციის პროცესს ხელი შევუწყოთ“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

რაც შეეხება ახალი ბაღების მშენებლობას, მინისტრის თქმით, ეს პროცესი რეგლამენტის სრული დაცვით მიმდინარეობს.

„31 ბაღის მშენებლობის პროცესი რეგლამენტთან სრულად თანხვედრაშია“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება