მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ვანის N1 საჯარო სკოლა რეგულაციებს ზედმიწევნით იცავს. სკოლა უზრუნველყოფილი არის სპეციალური აღჭურვილობით, შენობაში ყოველდღიურად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები. განცხადებას ამის შესახებ სკოლის დირექტორი ვალერი კანკაძე ავრცელებს.
„ვანის N1 საჯარო სკოლაში Covid-19 პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ, პრევენციული ღონისძიებების გატარებასთან დაკავშირებით მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია..
1.სკოლა უზრუნველყოფილი არის სპეციალური აღჭურვილობით, რომელიც მოგვაწოდა განათლების სამინისტრომ. ნაწილი კი შეძენილი იქნა სკოლის მიერ. ამ ეტაპისთვის სკოლას აქვს 3 თვის მარაგი.
2. სკოლაში ყოველდღიურად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები. მიმდინარეობს ოთახებისა და დერეფნების ყოველდღიური დამუშავება სველი მეთოდით.
3. V-Xll კლასების მოსწავლეთათვის სავალდებულო გახდა პირბადის ტარება, რაც კონტროლდება ყოველდღიურად დირექციისა და კლასის დამრიგებლების მიერ.
4. საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ,სკოლაში მომუშავე ყველა თანამშრომელი (სკოლის დირექცია, პედკოლექტივი, ტექპერსონალი) ყოველ ორ კვირაში გადის სავალდებულო ტესტირებას.
5. სკოლა იზიარებს, ნერგავს და ახორციელებს ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნებს.
მშობლებო, თქვენ გევალებათ:
ყურადღებით გაეცნოთ სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.
სკოლაში წასვლამდე აკონტროლოთ მოსწავლის ტემპერატურა - 37 და მეტის დაფიქსირების შემთხვევაში არ გაუშვათ სკოლაში.
ცხელების ან სხვა სიპტომების გამოვლენის შემთხვევაში დროულად შეატყობინეთ სკოლას და ოჯახის ექიმს.
სკოლაში ცხელების დაფიქსირების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე უმოკლეს ვადაში უზრუნველყავით მოსწავლის სკოლიდან გაყვანა.
დაემორჩილეთ ოჯახის ექიმის რჩევებსა და მითითებებს.
P.S. ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, Covid-19 პანდემიის გავრცელებასთან დაკავშირებით,საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, ხშირად ვრცელდება არასწორი და დამახინჯებული ინფორმაცია. უფრო სწორად, დეზინფორმაცია, რომელზეც უახლოეს პერიოდში ვრცლად გავაკეთებ კომენტარს. მინდა გითხრათ, რომ ჩვენდა სამწუხაროდ, ამ ვირუსთან გვიწევს/მოგვიწევს/ თანაცხოვრება გარკვეული პერიოდი. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მოგიწოდებთ, დავიცვათ წესები და დავემორჩილოთ ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნებს!
ჯანმრთელობას გისურვებთ! პატივისცემით, სსიპ ქალაქ ვანის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ვალერი კანკაძე“,- ნათქვამია სკოლის დირექტორის განცხადებაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
უმაღლესების საყურადღებოდ - რა დოკუმენტები უნდა წარადგინოთ რეგისტრაციისთვის
საჯარო ბაღებში სამსახურის დაწყება კონკურსის გარეშეა შესაძლებელი - რა უფლებები და ვალდებულებები აქვს სკოლამდელ დაწესებულებას
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა საზეიმოდ მორთუოლ გარემოში დრო შთამბეჭდავად გაატარეს და სასკოლო საზოგადოებასაც დაუვიწყარი მომენტები აჩუქეს
მათი დავალება იყო სხვადასხვა მარცვლები ერთმანეთთან ისე დაეკავშირებინათ, რომ მიეღოთ და წაეკითხათ სიტყვები
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას