სიახლეები
სიახლეები

„ჯილდოებს არ გაძლევთ, მასწავლებლები ვერ მიიღებენ რაიმე ბონუსებს“ - მარიამ ჩიქობავა პედაგოგებს მიმართავს
18-02-2021
-
+


„ახალი სკოლის მოდელის“ პროექტზე, განათლების და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების სამმართველოს უფროსი მარიამ ჩიქობავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და პედაგოგებს მიმართავს.

etaloni.ge ჩიქობავას პოსტს უცვლელად გთავაზობთ: 


„მეგობრებო, კოლეგებო, როგორც იცით, საქართველოს 600-მდე სკოლა ჩართულია ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის მხარდამჭერ პროექტში - „ახალი სკოლის მოდელი“.

1. ამ პროექტში ჩართვა არის ნებაყოფლობითი. მეორე სემესტრიდან 600-ზე მეტმა სკოლამ მოგვმართა, მაგრამ ამდენი ვერ ჩავრთეთ, რადგან ადამიანური რესურსი დასაზღვრულია; დავამატეთ 300-მდე სკოლა, მეორე - 300-ს სექტემბრიდან ჩავრთავთ;

2. ვინც ჩართულია, იმ სკოლების წარმომადგენელ პედაგოგებს აქვთ შესაძლებლობა (და არა ვალდებულება), რომ დაესწრონ კვირაში სამჯერ საკონსულტაციო შეხვედრებს. ეს არის სკოლების მხარდაჭერა და დახმარება, მაგრამ არა - თავსმოხვევა. თუკი კონკრეტული მასწავლებელი თვლის, რომ თავად შეუძლია მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების გათვალისწინებით წარმართოს სწავლა-სწავლების პროცესი, ამას მხოლოდ მივესალმებით. მაგრამ თუ კი გსურთ სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების გუნდისგან მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის პრინციპების გაცნობა, მაშინ სიამოვნებით ვითანამშრომლებთ თქვენთან;

3. ჩართულ სკოლებს და მასწავლებლებს მხოლოდ მადლობას ვეტყვით, ვინაიდან თქვენთან თანამშრომლობა, პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროს საგნობრივი ექსპერტების უმრავლესობა თავად არის მასწავლებელი, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია მასწავლებლებში დაგროვილი გამოცდილების გაზიარება, ამ პოტენციალის განვითარება და მოსწავლეების წინსვლაზე ერთობლივად ზრუნვა;

4. ყველა იმ სკოლისთვის - საჯარო და კერძოსთვის - რომლებიც ამ ეტაპზე ვერ ერთვებიან, მაგრამ სურვილი აქვთ, ღიაა საკონსულტაციო რეჟიმი. ყველა მსურველი პედაგოგისთვის (და ასეთი ორი ათასზე მეტი იყო პირველ სემესტრში) დაგეგმილია მთელი სემესტრის განმავლობაში კვირაში ორჯერ საკონსულტაციო შეხვედრები. ჩასართავად მიმართეთ თქვენს დირექტორებს, რესურსცენტრებს, ან სამინისტროს, ან მე პირადად. გასული სემესტრიდან ჩართული მოხალისე მასწავლებლების დამსახურებაა დიდწილად, რომ მეორე სემესტრში 600-ზე მეტმა სკოლამ მოგვმართა;

5. ახალი სკოლის მოდელში" ჩართული მასწავლებლები ვერ მიიღებენ რაიმე ბონუსებს, რაც საჭიროა სქემაში წინსვლისთვის. ჩვენ არ ვმოქმედებთ ამ პრინციპით. ჩვენ მხოლოდ თქვენი მოტივაცია და თქვენი მონდომება გვეიმედება, ამიტომ ჯილდოებს არ გაძლევთ, მაგრამ შეგაიარაღებთ ისეთი ძალით, რომელსაც შემოქმედებითი თავისუფლება და კიდევ უფრო მეტი თავდაჯერება ჰქვია, გაგაცნობთ ისეთ მიდგომებს, რომლებიც შეიძლება საინტერესო აღმოჩნდეს თქვენთვის და კიდევ უფრო მეტი ბიძგი მოგცეთ სიახლეების დასანერგად;

6. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ 400-მდე საგნის ექსპერტიდან, რომლითაც მთელ საქართველოს ვფარავთ, შესაძლოა ყველა არ აკმაყოფილებდეს ისეთ დონეს, როგორსაც ვისურვებდით, მაგრამ ჩვენც ვსწავლობთ, ვვითარდებით, თქვენგან ვსწავლობთ და ასე ურთიერთდახმარებით წინ მივდივართ.

და ბოლოს, კიდევ ერთხელ მინდა დაგიდასტუროთ, რომ ეს არის მხოლოდ თქვენს მხარდაჭერაზე მიმართული პროექტი. ჩვენი ექსპერტები არ არიან თქვენი მენტორები, რომლებმაც ჭკუა უნდა გასწავლოთ. ვინც ჩართულები ხართ, ამას აუცილებლად იგრძნობდით უკვე, სადღაც იქნება ცალკეული გამონაკლისებიც ალბათ, მაგრამ ჩვენი ექსპერტების აბსოლუტური უმრავლესობა ძალიან კეთილგანწყობილ გარემოს ქმნის თქვენთვის, მათ სწამთ და სჯერათ, რომ კეთილშობილურ საქმეს ემსახურებიან და ეს ნამდვილად გადამდებია. სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების გუნდის დამოკიდებულება და განწყობა ასეთია: ვეხმარებით ერთმანეთს წინსვლისთვის, სადაც სისუსტეს იგრძნობთ, იქ შემოგეშველებით. არანაირი ფორმალობები, ან ქაღალდზე შესრულებული აქტივობები ჩვენ არ გვჭირდება, არც საჩვენებელი გაკვეთილები. ამიტომ არ გვაქვს ამ პროექტში გაკვეთილზე დასწრება და შემოწმება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თუნდაც ერთი წინგადადგმული ნაბიჯი, გუშინდელზე უკეთესი გაკვეთილი, ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენ არ იყურებოდეთ საათზე, რომ გაკვეთილის მეორე ან მესამე ფაზა არ გამოგრჩეთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი შემოქმედებითი თავისუფლება, მნიშვნელოვანია გაჰყვეთ კლასს; კლასს არა, თითოეულ მოსწავლეს და ამისთვის სწორედ იმდენი დრო დახარჯოთ, რამდენიც დაგჭირდებათ, ისეთი აქტივობები გამოიყენოთ, რომელსაც თქვენი მოსწავლეები ინტერესით გაჰყვებიან“, - წერს მარიამ ჩიქობავა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

სკოლის დირექტორებთან მასწავლებლის სახლმა შეხვედრა ჩაატარა

სკოლების შერჩევის 5 კრიტერიუმი ცნობილია - განაცხადის წარდგენის ვადა იწურება

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება