სიახლეები
სიახლეები

პედაგოგებს ტრანსპორტის დაქირავება თავად უწევთ - რა უნდა გააკეთოს სკოლამ, რომ ტრანსპორტი დაენიშნოს?
19-02-2021
-
+


სასწავლო პროცესი საქართველოს მასშტაბით საკლასო ოთახებში მიმდინარეობს (გარკვეული წერტილოვანი შეზღუდვების გათვალისწინებით), თუმცა საქალაქთაშორისო ტრანსპორტი არ მოძრაობს და ამის გამო პედაგოგებს რეგიონებში არაერთი პრობლემა ექმნებათ.

მართალია, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, სკოლებს აქვთ რეკომენდაცია მოსწავლეებისთვის განკუთვნილი ტრანსპორტით ასარგებლონ პედაგოგებიც, მაგრამ ისიც გავითვალისწინოთ, რომ სკოლის ავტობუსი ზოგან ფუფუნებაა და ასეთ დროს, მასწავლებლებს საკუთარი ხარჯით უწევთ ტრანსპორტის დაქირავება. ამ საკითხის მოგვარება განათლების სამინისტრომ სკოლებს მიანდო, დირექტორებმა კი პასუხისმგებლობა პედაგოგებს გადაულოცეს და იმ ფონზე, როცა გაურკვეველია, როდის აღადგენს საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ფუნქციონირებას, გამოდის, მასწავლებლებმა გაურკვეველი ვადით უნდა გასწიონ ზედმეტი ხარჯი?

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ სკოლებს შეუძლიათ მასწავლებლები ტრანსპორტით უზრუნველყონ. 


მაგრამ, რა უნდა გააკეთოს თავად სკოლამ, რომ ტრანსპორტი დაენიშნოს? - ტრანსპორტირების  სახელმწიფო პროგრამაში  ჩასართავად, საჭიროა სკოლამ დააკმაყოფილოს შემდეგი კრიტერიუმები:

პროგრამაში ჩაერთვება მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება (შემდგომში - სკოლა), რომლის მოსწავლის საცხოვრებელი ადგილი სკოლიდან დაშორებულია არანაკლებ 2 კმ-ით.

პროგრამაში ჩაერთვება სკოლა, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი არ მოძრაობს ან მოძრაობის გრაფიკი თავსებადი არ არის სკოლის სასკოლო საათობრივი ბადით გათვალისწინებულ გაკვეთილების განრიგთან ან/და არ შეუძლია მოემსახუროს ბენეფიციართა სრულ რაოდენობას.

პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეთა ტრანსპორტირება ხორციელდება მხოლოდ უახლოეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამდე, ზემოაღნიშნული პუნქტებით განსაზღვრული პირობების დაცვით. აღნიშნული კრიტერიუმებიდან გამონაკლისი შეიძლება დაიშვას იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა დასახლებებში, სადაც მოსწავლეები გადანაწილებულნი არიან ახლოს მდებარე დასახლებების სხვადასხვა სკოლებში; გამონაკლისი ასევე შეიძლება დაიშვას იმ დასახლებულ პუნქტებში, საიდანაც მოსწავლეები დადიან ქალაქის სკოლებში და ამ უკანასკნელ სკოლებსა და დასახლებულ პუნქტთან არსებულ უახლოეს სკოლას შორის მანძილი არ აღმატება ერთ კილომეტრს და ა.შ.

თუ საგანმანათლებლო დაწესებულება ამ კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს მაინც აკმაყოფილებს, ერთვება ტრანსპორტით უზრუნველყოფის პროგრამაში და არც მასწავლებლებს მოუწევთ საკუთარი ხარჯით სკოლაში სიარული მანამ, სანამ საქალაქთაშორისო ტრანსპორტი აღდგება.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება