მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უახლოეს მომავალში შემოვა. მიუხედავად იმისა, რომ აცრასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არაერთგვაროვანი მოსაზრებები ფიქსირდება, არსებობს მთავრობის დადგენილება, რომელიც ამ საკითხს არეგულირებს.
პირველ ყოვლისა, ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალზე გავრცელდება, ხოლო შემდეგ, 65 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებზე, რომლებიც ისევ და ისევ, ასაკიდან გამომდინარე, რისკ-ჯგუფში არიან.
Etaloni.ge-მ გადაწყვიტა გაერკვია, რამდენი მოქმედი მასწავლებელია საქართველოში 65 და უფროსი ასაკის. ოფიციალური მონაცემებით: კერძო სკოლაში ასეთი 491 პედაგოგი გახლავთ, საჯაროში კი - 4 525, რაც იმას ნიშნავს, რომ მედპერსონალის შემდეგ, პირველ რიგში, ასაკობრივი რისკებიდან გამომდინარე, საქართველოში 5 016 პედაგოგს მოუწევს კორონავირუსზე აცრა.
ასეთია რიგითობის პრინციპი, თუმცა ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და კორონავირუსზე აცრას ვერავინ ვერავის დააძალებს. ასე, რომ სახელმწიფოს პრიორიტეტული ჯგუფები ასეთი თანმიმდევრობით ლაგდება, თუმცა გაიკეთებთ თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას, ეს მხოლოდ და მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია.
იხილეთ ასევე:
პედაგოგები, რომლებსაც კოვიდზე აცრა არ მოუწევთ - ვის არ შეეხება ვაქცინაცია?
პედაგოგთა რომელი კატეგორია აიცრება პირველ რიგში? - მასწავლებლების ვაქცინაციის შესახებ ამირან გამყრელიძის განმარტება
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ბავშვებზე გამოცდიან
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.