სიახლეები
სიახლეები

რა შემთხვევაში შეუძლია მოსწავლემ პირბადე არ გაიკეთოს - საკითხზე მშობელი და დირექტორი თანხმდებიან
19-02-2021
-
+


ცნობილია, რომ პირბადეების ტარება სკოლებში V-დან XII კლასის ჩათვლით, მოსწავლეებისთვის სავალდებულოა, ხოლო I-IV კლასელებისთვის - ნებაყოფლობითი.

ბუნებრივია, ამ რეგულაციას განსხვავებული გამოხმაურება და რეაქცია მოჰყვა, განსაკუთრებით მშობლების მხრიდან, რომლებსაც ვერ წარმოუდგენიათ, ბავშვი პირბადით როგორ უნდა დაესწროს გაკვეთილებს; მით უმეტეს, რომ ცნობილია - ჟანგბადი მოზარდის ტვინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და მის მიწოდებას საჭირო რაოდენობით, პირბადე ზღუდავს.

სხვათა შორის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ არც ერთი კვლევით არ დასტურდება სამედიცინო ნიღბის მავნებლობა ბავშვებისთვის და არსებული ვითარების გათვალისწინებით, მოსწავლეები დღეს საკლასო ოთახებში გაკვეთილებს პირბადით ესწრებიან.

არსებობს გარკვეული გამონაკლისებიც, როდესაც ბავშვს არ ევალება პირბადის ტარება, ისიც ექიმის დანიშნულების საფუძველზე, თუმცა ვაღიაროთ - არის შემთხვევები, როდესაც ადამიანს უბრალოდ არ შეუძლია პირბადის ტარება, არანაირი სამედიცინო ჩვენება არ აქვს, მაგრამ იმის გამო, რომ ნაკლები ჟანგბადი მიეწოდება, გონებას კარგავს, ან ცხვირიდან სისხლი მოსდის.

ასეთ დროს, მშობელს შეუძლია მიმართოს სკოლის დირექტორს და ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე, შესაძლოა, ბავშვს პირბადის ტარებამ არ მოუწიოს.

იხილეთ ასევე


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება