მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დიანა კვაჩიძე, ქუთაისის N4 საჯარო სკოლის პედაგოგი გახლავთ, რომელმაც ერთმუშტად შეკრულ გუნდთან ერთად, ღირსეულად დაძლია დისტანციური სწავლების გამოწვევები და დღეს, როდესაც სკოლა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა, როდესაც კვლავ აწკრიალდა სკოლის ზარი მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებს კი საყვარელი ბავშვების პირისპირ უწევთ გაკვეთილების ჩატარება, ქალბატონი დიანა საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს და ბლიც-ინტერვიუში იმაზეც გვესაუბრება თუ რა გამოცდილება შესძინა სწავლების ონლაინ-რეჟიმმა.
- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...
- საქართველოსა და ზოგადად, მსოფლიოსთვის COVID-19-ით გამოწვეული პანდემია ერთგვარ გამოცდად იქცა, რომელმაც განსაკუთრებული მასშტაბები შეიძინა და სრულიად შეცვალა ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური რიტმი; გარდა ამისა, თვალნათლივ დავინახეთ, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობას საკუთარი თავისა და ქვეყნის წინაშე.
- ონლაინ-სწავლებამ გვასწავლა...
- ონლაინ-სწავლებისას გარკვეულ სირთულეებს წავაწყდი. პირველ რიგში ვიმუშავე საკუთარ თავზე, რათა უკეთ შემძლებოდა თიმსის პროგრამის გამოყენება. ვისწავლე მობილურად მუშაობა; კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ თანამედროვე ეპოქაში მნიშვნელოვანია ტექნიკური საშუალებების სრულყოფილად ფლობა. ონლაინ-სწავლებისას უფრო ცხადად დავინახე პრობლემები, როგორც მოსწავლეთა მოტივაციის, ისე კომუნიკაციის კუთხით.
- 2020 წელს დავახასიათებდი...
- ერთ-ერთი რთული წელი იყო, როგორც საქართველოსთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის. დიდი გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდით პედაგოგები და მოსწავლეები.
- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...
- როცა მასწავლებლები ზრუნავენ თვითგანვითარებაზე და აღნიშნავენ მოსწავლეთა წარმატების შესახებ.
- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...
- რატომ არ იყენებენ დროსა და საკუთარ შესაძლებლობებს ეფექტურად.
- მშობლებს ვურჩევდი...
- იმეგობრონ შვილებთან, აქტიური კომუნიკაცია დაამყარონ სკოლასთან.
- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...
- ხშირად ვფიქრობ, როგორი იქნება 2021 წელი, რა გამოწვევები გველის და რამდენად შევძლებთ გავუმკლავდეთ ახალ სირთულეებს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ხელფასების ცვლილება სკოლებში - დირექტორებმა საშტატო განრიგი სამინისტრისთან უნდა შეათანხმონ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა საზეიმოდ მორთუოლ გარემოში დრო შთამბეჭდავად გაატარეს და სასკოლო საზოგადოებასაც დაუვიწყარი მომენტები აჩუქეს
მათი დავალება იყო სხვადასხვა მარცვლები ერთმანეთთან ისე დაეკავშირებინათ, რომ მიეღოთ და წაეკითხათ სიტყვები
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას