სიახლეები
პიროვნება

„2020-მა წელმა პრობლემებთან გამკლავება და სიახლეებისადმი ფეხის აწყობა გვასწავლა“ - მანანა ლაცაბიძე, ხაშურის N7 სკოლის დირექტორი
19-02-2021
-
+


რა უხარია მასწავლებლებისგან და რა აკვირვებს მოსწავლეებისგან; როგორ აფასებს 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - აღნიშნულ საკითხებზე etaloni.ge-სთვის მიცემულ ბლიც-ინტერვიუში ხაშურის N7 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მანანა ლაცაბიძემ ისაუბრა. 

მიიჩნევს, რომ კოვიდ-პანდემიამ ადამიანური ურთიერთობების მნიშვნელობა და კომპიუტერული უნარ-ჩვევების ცოდნის აუცილებლობა გამოკვეთა.

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- უპირველეს ყოვლისა, პანდემიამ დაგვანახა, რამხელა მნიშვნელობა ჰქონია ჩვენთვის ადამიანურ ურთიერთობებს, რომელიც ამ რეგულაციებისას ძალიან დაგვაკლდა. ასევე ცალსახად გამოიკვეთა, კომპიუტერული უნარ-ჩვევების ელემენტარული ცოდნის აუცილებლობა.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა ...

- უამრავ საგანმანათლებლო პროგრამაში მუშაობა, ასევე მიზნობრივი და ეფექტური ონლაინ რესურსების შექმნა. როგორც მასწავლებლებს, ასევე მოსწავლეებს აუმაღლა ციფრული კომპეტენცია.

- 2020 წელს დავახასიათებდი. . .

- 2020 წელს დავახასიათებდი, როგორც რთულ, მაგრამ ამავე დროს, საინტერესო გამოწვევებით აღსავსე წელიწადს, რომელმაც პრობლემებთან გამკლავება და სიახლეებისადმი ფეხის აწყობა გვასწავლა.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია. . .

- მასწავლებლებს განსაკუთრებული გვერდში დგომა და თანამშრომლობითი ურთიერთობა სჩვევიათ. ისინი ყოველთვის მზად არიან, მიიღონ ყველა სიახლე, მარტივი თუ რთული და ურთიერთთანამშრომლობით გაუმკლავდნენ მას.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს. . .

- XXI საუკუნის ახალგაზრდებს განსაკუთრებული უნარ-ჩვევები აქვთ განვითარებული, კერძოდ, კრიტიკული აზროვნების, პრობლემის იდენტიფიცირებისა და მისის აღმოფხვრის, არგუმენტირებულად მსჯელობის და ა.შ. როდესაც ზოგიერთი მათგანი უარს ამბობს სხვადსხვა პროექტსა და ღონისძიებაში მონაწილეობაზე, საკვირველია ნამდვილად და ყოველთვის ვცდილობ დავარწმუნო მასში მონაწილეობაზე.

- მშობლებს ვურჩევდი. . .

- მესმის, რომ ქვეყანაში არსებული სიტუაცია და ეკონომიკური მდგომარეობა არ აძლევთ საშუალებას, შვილებთან მეტი დრო გაატარონ, თუმცა, ვურჩევდი გამონახონ გარკვეული დრო მათთვის; მათთან ერთად მოამზადონ საშინაო დავალებები, ჰკითხონ, რამე ხომ არ უჭირთ, ან რა აბედნიერებთ; ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებაში მათთან ერთად. ეს გაცილებით გაუმარტივებს ბავშვებს ცხოვრებაში არსებული სირთულეების გადალახვასა და წარმატების მიღწევას.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ. . .

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ, ჩემი სკოლის შესახებ... ვფიქრობ, როგორ შევქმნა მშვიდი, უსაფრთხო და წარმატებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემო, სადაც მოსწავლეც, მასწავლებელიც და სკოლის საზოგადოების თითოეული წევრი მოტივირებული იქნება და ინტერესით შეასრულებს საკუთარ საქმეს.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება