მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რუსთავის N5 საჯარო სკოლის IIIე კლასი, პედაგოგ ნათია ბარბაქაძის ხელმძღვანელობით, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდა.
მესამეკლასელებმა საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მწერალსა და პოეტს სალომე გოგოლაძეს უმასპინძლეს. მან მოსწავლეებს ლექსები და მოთხრობა წაუკითხა.
„IIIე კლასი (ხელ: ნათია ბარბაქაძე) უერთდება „წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს“. სტუმრად გვყავდა მოწვეული საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მწერალი და პოეტი სალომე გოგოლაძე. მან წაუკითხა ლექსები საქართველოზე და მოთხრობა „ჭიამაია სესილის ამბავი", რამაც გაახალისა პატარები. აგრეთვე ესაუბრა სამშობლოს სიყვარულზე. მოსწავლეებზე დადებითად იმოქმედა მისმა სტუმრობამ და სურვილი გამოთქვეს გაიცნონ მისი შემოქმედება“,- აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ვიდეო
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
2024 წლის ეროვნული გამოცდების ყველა მნიშვნელოვანი ფაქტი - ერთთვიანი პერიოდის შეჯამება Etaloni.ge-სგან
„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“