მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
- კოვიდ პანდემიამ დაგვანახა ...
- ადამიანებს შორის კეთილმოსურნეობის, ურთიერთთანადგომისა და დახმარების აუცილებლობა. (რაც განსაკუთრებით გამოიხატება პანდემიით გამოწვეული წესების დაცვაში).
- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა ...
- ელექტრონული ტექნოლოგიების გამართულობის აუცილებლობა და ამ კუთხით პედაგოგების კვალიფიკაციის
ამაღლება.
- 2020 წელს დავახასიათებდი ...
- როგორც ყველაზე რთულ წელს ცხოვრების ყველა სფეროში, ამასთან ეს წელი იყო ერთგვარი ტესტი ყველა ადამიანის გამძლეობისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის სიმყარის თვალსაზრისით.
- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია ...
- შეცვლილი დროისა და ვითარების შესაბამისად მათი ადეკვატური მოქმედება და ერთგულება საკუთარი
პროფესიისადმი.
- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს ...
- მათი მხრიდან დემოკრატიის აღქმა სრულ თავისუფლებად, ზოგიერთი არ ითვალისწინებს, რომ თავისუფლება არის შეგნებული აუცილებლობა და არა ანარქია და განუკითხაობა.
- მშობლებს ვურჩევდი ...
- გაუფრთხილდნენ ოჯახის სტაბილურობას და თავიანთი შვილების სწავლისა და აღზრდის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები.
- ყველაზე ხშირად ვფიქრობ ...
- ჩვენი შვილების, ახალგაზრდა თაობის მომავალზე, ექნებათ თუ არა ისეთი სახელმწიფო, სადაც მოხდება მათი შესაძლებლობების სრული რეალიზება და განვითარება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა