მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ვერავინ წარმოიდგენდა, რა გამოწვევის წინაშე დადგებოდა ჩვენი პედაგოგიური საზოგადოება, თუმცა სკოლების ხელმძღვანელებისა და მასწავლებლების ძალისხმევის შედეგად, სასწავლო პროცესი წარმატებით წარიმართა, არ მოხდა წყვეტა მოსწავლეებსა და სკოლას შორის. ონის მუნიციპალიტეტის, უწერის საჯარო სკოლის დირექტორი, ნანული მეტრეველი ბლიც-ინტერვიუში საუბრობს, როგორ შეძლეს, ღირსეულად დაეძლიათ ყველა წინააღმდეგობა და მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლება მიეცათ:
- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...
- თუ როგორი რთულია, ებრძოლო დაავადებას. სულ რამდენიმე დღეში შეცვალა ჩვენი ყოველდღიური ყოფა და წესი, დაგვაშორა სასკოლო ცხოვრებას, ერთმანეთთან ურთიერთობას. დაგვანახა, რამდენად აუცილებელია, შესაბამისი რეგულაციებისა და რეკომენდაციების დაცვა, პირადი და სხვების უსაფრთხოების მიზნით.
- ონლაინ-სწავლებამ გვასწავლა...
- ბევრი რამ და დაგვაახლოვა თანამედროვე ტექნოლოგიებთან.
- 2020 წელს დავახასიათებდი...
- 2020 წელი კაცობრიობისთვის უმძიმესი გამოდგა. ახალი ვირუსული ინფექციის სწრაფმა გავრცელებამ შეცვალა მსოფლიოს ცხოვრების წესი. ამან დიდი დარტყმა მიაყენა მსოფლიოს ეკონომიკას და მათ შორის, საქართველოსაც: შეწყდა ქვეყნებს შორის მიმოსვლა, შემცირდა ტურისტების რაოდენობა, გაიზარდა უმუშევართა რიცხვი, ჩაიკეტა ქალაქები. ფილმებში ნანახი სიუჟეტები რეალობად იქცა.
- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...
- რომ აქტიურად ჩაერთვნენ ონლაინ-სასკოლო ცხოვრებაში, დაძლიეს ინტერნეტთან არსებული პრობლემები, მიაღწიეს სასურველ შედეგს. იცავენ რეგულაციებს და აქტიურობენ, რათა მოსწავლეებს შეუქმნან უსაფრთხო გარემო.
- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...
- როგორ შეძლეს სწრაფი მობილიზება და აქტიურად ერთვებოდნენ ონლაინ-გაკვეთილებზე.
- მშობლებს ვურჩევდი...
- აქტიურად ჩაერთონ მოსწავლის სასკოლო ცხოვრებაში და შეძლებისდაგვარად შეუქმნან სწავლებისთვის შესაბამისი გარემო.
- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...
- დაუბრუნდეს ცხოვრება ჩვეულ რიტმს, არასოდეს დაგვჭირდეს ონლაინ-სწავლებაზე გადასვლა და კვლავ ისმოდეს სკოლაში ბავშვების ჟრიამული.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ხარობენ