მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარტივი არაა, წარმატებით გაუმკლავდე შენზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, თუმცა ქუთაისის N4 საჯარო სკოლის პედაგოგმა თამილა გიგატიძემ, ერთმუშტად შეკრულ კოლექტივთან ერთად, შეძლო წარმატებით დაეძლია გამოწვევები, ბლიც-ინტერვიუში კი დაგროვილ გამოცდილებას გვიზიარებს და არაერთ საჭირბოროტო საკითხზეც მსჯელობს.
- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...
- რომ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანური ურთიერთობებია.
- ონლაინ-სწავლებამ გვასწავლა...
- ონლაინ-სწავლებამ გვასწავლა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ვერკვეოდეთ თანამედროვე ტექნოლოგიებში, რათა ხელი შევუწყოთ სასწავლო პროცესის სრულყოფილად წარმართვას.
- 2020 წელს დავახასიათებდი...
- მძიმე, ემოციურად დატვირთულ, მოულოდნელობებით სავსე წლად.
- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...
- ის, რომ მათ აჩვენეს პროფესიონალიზმის მაღალი დონე. საოცარი მონდომებით არიან ჩართულნი ონლაინ-სწავლების პროცესში.
- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...
- ყველაზე მეტად მიკვირს ის, რომ შედარებით დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეები უფრო მეტი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთვნენ ონლაინ საგაკვეთილო პროცესში.
- მშობლებს ვურჩევდი...
- მშობლებს ვურჩევდი, ბავშვებს მაქსიმალურად შეუწყონ ხელი და შეუქმნან პირობები, რათა არ შეუფერხდეთ დისტანციურ სასწავლო პროცესში ჩართვა.
- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...
- ყველაზე ხშირად ვფიქრობ, თუ როდის დავუბრუნდებით ჩვეულ, სრულფასოვან სასწავლო რეჟიმს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დირექტორი მე-8 კლასელების მდგომარეობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ისინი ახლა სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ არიან
ცოდნისა და წიგნიერების დღესასწაული იზრუნელებისთვის - izrune.ge მასშტაბურ ღონისძიებებს თბილისსა და ბათუმში ჩაატარებს
ბაღის აღმზრდელებისაა და დაწყებითი კლასის მასწავლებლებისთვის კონკურსი გამოცხადდა - ვადები და დეტალები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა კლასში იმიტირებული სასამართო პროცესი გამართეს
საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს...
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას