მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ, საქართველოს პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას, ნინო წილოსანის კითხვის საპასუხოდ, ის სფეროები დაასახელა, რომელთან დაკავშირებითაც, მთავრობა არსებული შეზღუდვების შემსუბუქებაზე იმუშავებს.
„ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში, კვლავ დავსვათ განსახილველად დარჩენილი ინდუსტრიების გახსნის საკითხი. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ფრთხილად მოხდება. რაც შეეხება პრიორიტეტებს - ჩემი მოკრძალებული აზრით, პირველი პრიორიტეტია საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. ეს ეხება უამრავ ადამიანს, ბევრი სირთულე შეიქმნა, თუმცა თავისი დატვირთვა და შედეგი ჰქონდა ამ მობილობის შეზღუდვას. ვფიქრობ, რომ ნომერი პირველი ეს საკითხი უნდა იყოს. მნიშვნელოვანია რესტორნების შიდა სივრცეების საკითხი; მიმდინარეობს აქტიური მუშაობა რესტორნებთან, რომელშიც ჩართულია ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია. ახალ რეგულაციებსაც ვიხილავთ და ალბათ, ერთ-ერთი შემდგომი სფერო ეს იქნება. ასევე, სასტუმროების შემთხვევაში, საკმაოდ კარგ მოდელამდე და მექანიზმებამდე მივედით, თუ როგორ შეიძლება გავხსნათ და დავუშვათ კონფერენციების ჩატარება. ფიტნესცენრები და კერძო საბავშვო ბაღები კვლავაც დახურულია. ეს ის სფეროა, რომელსაც მართალია, ვეხმარებით „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, მაგრამ ყველაზე მეტად დაიჩაგრა.
ვფიქრობ, შემდეგი ერთ-ერთი ეტაპი, ალბათ მარტში, უნდა ვიმსჯელოთ ამ დარჩენილი დარგების გახსნაზე. ყველაზე მტკივნეული საკითხია ზამთრის კურორტები, რადგან აქ ბუნებრივი „დედლაინიც“ არსებობს - იწურება ამ კურორტების გახსნის შესაძლებლობა და პერიოდი. ჩემი აზრით, კვლავაც შეიძლება, მივუბრუნდეთ და განვიხილოთ მხოლოდ სასტუმროების გახსნის ნაწილი, თუნდაც - საბაგიროების გახსნის გარეშე, თუ ეს ყველა ეპიდემიოლოგიური ნორმის დაცვით მოხდება. ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც მე განსახილველად დავაყენებ, ეს იქნება“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.