სიახლეები
სკოლები

„სიტყვა უძლურია იმ მწუხარების გამოსახატავად, რასაც თითოეული ჩვენგანი განიცდის“- ღვანკითის საჯარო სკოლა დირექტორს - ინეზა ზამთარაძეს ემშვიდობება
21-02-2021
-
+


თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლა დირექტორს, ინეზა ზამთარაძეს ემშვიდობება. ის ორ ათეულ წელზე მეტი ემსახურებოდა საგანმანათლებლო სფეროს და მრავალი ზნეობრივი თაობა აღზარდა.

სამაგალითო დედა, ერთგული მეუღლე, კარგი მეგობარი, საუკეთესო ხელმძღვანელი და გამორჩეული ადამიანი - ასე ახასიათებენ მას თანამშრომლები და სიყვარულით აცილებენ. 

სამძიმრის წერილს თერჯოლის საგანმანათლებლო რესურსცენტრი ავრცელებს. 

„სიტყვა უძლურია იმ მწუხარების გამოსახატავად, რასაც თითოეული ჩვენგანი განიცდის.

ქალბატონი ინეზა ზამთარაძე - პედაგოგიური საზოგადოების ღირსეული წარმომადგენელი. . .

სამწუხაროა, რომ მასზე წარსულ დროში ვსაუბრობთ. მთელი მისი ცხოვრება - ეს იყო სიკეთის, სიყვარულისა და სილამაზის ჰარმონიული მთლიანობა.

იგი დაკისრებული მოვალეობისადმი უდიდესი პასუხისმგებლობით, მაღალი ინტელექტითა და ბრწყინვალე პროფესიონალიზმით ორ ათეულ წელზე მეტი ემსახურებოდა საგანმანათლებლო სფეროს.

იყო ერუდირებული და უდიდესი კულტურის მქონე ქალბატონი, გამოირჩეოდა სრულფასოვანი, კოლეგიალური ურთიერთობებით. მან მრავალი თაობა აღზარდა ზნეობის სწორი მიმართულებით.

არ არსებობს ადამიანი, რომელთანაც ერთხელაც კი ჰქონია ურთიერთობა და მისი სიმპათია და სიყვარული არ დაემსახურებინოს.

მთელი კოლექტივი ვწუხვართ მისი გარდაცვალების გამო.

იგი ყოველთვის იქნება ჩვენთვის, როგორც მაგალითი კეთილსინდისიერებისა და გულისხმიერების.

ქალბატონი ინეზა გახლდათ სამაგალითო დედა, ერთგული მეუღლე, კარგი მეგობარი, საუკეთესო ხელმძღვანელი და გამორჩეული ადამიანი.

მისი გარდაცვალება სიკვდილს არ ნიშნავს.

იგი, ამქვეყნიური ყოფის 47 წლის მანძილზე ნაქარგი სიკეთით, უკვდავებად იქცა და მარადიულობის ლაჟვარდში დაივანა.

მიწიერ ცხოვრებაში კი სამუდამოდ დარჩა მისი ხსოვნა.

ღვანკითის საჯარო სკოლა და საგანმანათლებლო რესურსცენტრი თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს სკოლას, ოჯახს, საზოგადოებას. . . “,- ნათქვამია სამძიმრის წერილში. 

„ეტალონის“ გუნდის სახელით ვუსამძიმრებთ ინეზა ზამთარაძის ოჯახსა და სკოლას და ღრმა მწუხარებას გამოთქვამთ ასეთი ღირსეული და პატივსაცემი პიროვნების გარდაცვალების გამო.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„ჩემთვის ეს არის დიდი ოჯახი... ბედნიერი მაშინ ხარ, როცა იცი, მიდიხარ იქ სადაც, გელოდებიან; აქ მელოდებიან ჩემი კოლეგები, მშობლები და მოსწავლეები“.

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა საყურადღებოდ - 2024-2025 სასწავლო წლის სახელმწიფო გრანტი დამტკიცდა

პიროვნება
სკოლები

გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ




    იაღუფლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი


    კონკურსის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 44 ლიდერი სკოლა შეირჩა


    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება