მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს პარლამენტი პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებს მასპინძლობს.
ღონისძიება პარლამენტში საქართველოს ეროვნული ჰიმნით გაიხსნა. დამსწრეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ.
დაგეგმილია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ლევან იოსელიანის და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის სიტყვით გამოსვლაც.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის შთამომავალი, 10 წლის ექვთიმე თაყაიშვილი, „ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმს“ გახსნიან.
„საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, „თავისუფლების საპარლამენტო ორდენით“ დააჯილდოებენ. კანონმდებლობით დადგენილ შესაბამის ფულად ჯილდოს, ირაკლი კობახიძე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს გადაურიცხავს. საკანონმდებლო ორგანოში არანაკლებ 25-წლიანი წარმატებული სამსახურისთვის, პარლამენტის აპარატის 13 თანამშრომელს სამკერდე ნიშნით დააჯილდოებენ“, - ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებისა და უზენაესი საბჭოების თავმჯდომარეები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეები, თბილისის მერი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, საპატრიარქოსა და რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები, ასევე, ექვთიმე თაყაიშვილის შთამომავლები ესწრებიან.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.