სიახლეები
სიახლეები

„შეიქმნება უნარების სააგენტო და დაიწყება პროფესიული განათლების განვითარების ახალი ეტაპი“-მიხეილ ჩხენკელი
21-02-2021
-
+


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას პროფესიული განათლების მიმართულებით განხორციელებულ ახალ ინიციატივებსა და იმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, რაც ამ სფეროს განვითარებაზეა ორიენტირებული.

„პროფესიული განათლების შესახებ ახალი კანონის მიღების შემდეგ მნიშვნელოვნად განვითარდა ზრდასრულთა სწავლების მიმართულება, კერძო კომპანიები აქტიურად ჩაერთვნენ სამუშაო ძალის მომზადებაში“, – განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, კანონში შეტანილი ცვლილების საფუძველზე, სისტემამ პირველად მიიღო სტუდენტები, რომლებსაც პროფესიის შესწავლასთან ერთად, ზოგად განათლებასაც შესთავაზებს. კურსდამთავრებულები ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომებს მიიღებენ და სურვილის შემთხვევაში, სწავლას უმაღლესი განათლების საფეხურზე გააგრძელებენ.

მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, პროფესიული და უმაღლესი განათლების ურთიერთდაკავშირებისთვის ასოცირებული ხარისხის პროგრამები და კრედიტების აღიარების მექანიზმი დაინერგება, ასევე გაიზრდება პროფესიული განათლების დანერგვის მასშტაბი საჯარო სკოლებშიც.

მიხეილ ჩხენკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიმდინარეობს პროფესიული განათლების სისტემის მართვის ახალი მოდელის დანერგვა სახელმწიფო უწყებებთან, ბიზნეს და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით. 2021 წლიდან კი სისტემა სწორედ ამ მოდელის შესაბამისად დაიწყებს ფუნქციონირებას.

პარლამენტის გაერთიანებულ კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჩხენკელმა ისაუბრა სხვა მნიშვნელოვან ინიციატივებსა და დაგეგმილ სიახლეებზე, კერძოდ: მომდევნო წლებში დაგეგმილია პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ზრდა; წარმატებით ინერგება ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან შესაბამისი ეროვნული ჩარჩო; ევროპული ჩარჩოს ინდიკატორებზე დაყრდნობით დაინერგა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტები; მიმდინარეობს კოლეჯების ქსელის განვითარება მარნეულში, კასპში, ხაშურში, ბორჯომში, ლანჩხუთში, ჩოხატაურში, ახალქალაქში, ბათუმში, წყალტუბოში; დაწყებულია მუშაობა საერთაშორისო დონის პროფესიული კოლეჯების პროექტებზე, სადაც საქართველოს მოქალაქეებთან ერთად უცხოელი სტუდენტებიც ისწავლიან. მაგალითად, კახეთში ღვინისა და კულინარიის კოლეჯები, დუშეთში ტურიზმის სკოლა, ხოლო თბილისში საინჟინრო მიმართულების ცენტრი.

„2021 წლიდან საქართველოს პროფესიული განათლება გადადის განვითარების ახალ ეტაპზე. ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარეობს შემდგომი წლების სტრატეგიის მომზადება, რომელიც უპასუხებს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევებს და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ახალ დღის წესრიგს. საჯარო-კერძო პარტნიორობით შეიქმნება შესაბამისი სამართლებრივი ფორმის მქონე პლატფორმა - უნარების სააგენტო და დაიწყება პროფესიული განათლების განვითარების ახალი ეტაპი“,– განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა.

პროფესიული განათლების შესახებ საუბრის დასასრულს მიხეილ ჩხენკელმა იმ მნიშვნელოვან სიახლეზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც აზიის განვითარების ბანკის მიერ 70 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას გულისხმობს საქართველოში პროფესიული განათლების განსავითარებლად. პროგრამა „თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმების სექტორის განვითარებისთვის“ ერთი წლის განმავლობაში მუშავდებოდა და მიზნად ისახავს საქართველოს 22 მუნიციპალიტეტში საერთაშორისო სტანდარტის პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. შემუშავებული მოდელი გულისხმობს ყველა საგანმანათლებლო სივრცის, მათ შორის, სკოლების ოპტიმალურ გამოყენებას საქართველოს მოქალაქეებისთვის თანამედროვე პროგრამების შესათავაზებლად.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო სხდომას 27 დეკემბერს გამართავს 

სტუდენტების 2 კატეგორია, რომელიც 500 და 700 ლარით დაფინანსდება - მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი

რატომ უნდა დაიწეროს ნიშნები სკოლაში - მოსწავლის შეფასების მიზნები, პრინციპები, ამოცანები

პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“

სპორტული შეჯიბრებები, რადგან ამ დროს იქმნებოდა საუკეთესო, პოზიტიური თანამშრომლობითი გარემო და მიყალიბდებოდა ემპათიის უნარი თანატოლის მიმართ 

ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი მიზანდასახულნი, შრომისმოყვარენი და შემოქმედებითნი არიან
სკოლები

მათ იცეკვეს, იმღერეს, სიტყვა წარმოთქვეს და შემოდგომაზე ვრცლად ისაუბრეს

არმატებულ სპორტსმენებს სკოლაში მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

 ღონისძიებას მასწავლებლები:  ლალი წულაია და ელენე სიხარულიძე, ხელმძღვანელობდნენ 

საინტერესო

6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

სიახლეები
საზოგადოება