სიახლეები
სიახლეები

„ძალიან ბევრი სახელმძღვანელო, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს“ - მიხეილ ჩხენკელი 
21-02-2021
-
+


სკოლის ძალიან ბევრი სახელმძღვანელო, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს - განსაკუთრებით წინა ხელისუფლების დროს გამოცემულ სახელმძღვანელოებში რომ ჩაიხედოთ, დარწუნებული ვარ, ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დაგრჩებათ - როგორ სტილშია გაკეთებული, ბევრ შემთხვევაში პედაგოგიკასთან არავითარი კავშირი არა აქვს, ამიტომ ჩვენ დავიწყეთ სახელმძღვანელოების გადახალისება - აღნიშნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

მიხეილ ჩხენკელის თქმით,  ამ ეტაპზე მიმდინარეობს მე-9 კლასის სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი რომელში ჩართვისკენაც მშობლებს მოუწოდა. 

„სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში ჩვენი სურვილი იყო ჩართულიყო ყველა. საქმე ჩვენი შვილების განათლებას ეხება. არსებობს ელექტრონული პორტალი, სადაც ყველას, განსაკუთრებით მშობლებს, საშუალება ექნებათ, რომ წარმოდგენილი პროექტები წაიკითხონ, რომლებიც გრიფირების კანდიდატები არიან. დიდი იმედი მაქვს, მშობლები აქტიურად ჩაერთვებიან. არის ადგილი კომენტარებისათვის. ჩვენ დეტალურად წავიკითხავთ საზოგადოების, მშობლების მოსაზრებებს“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება