სიახლეები
სკოლები

სკოლა-ლიცეუმ „ცოდნაში“ სახალისო-შემეცნებითი აქტივობები გაიმართა
22-02-2021
-
+


2020-2021 სასწავლო წელს ქვეყანაში შექმნილი ვითარების ფონზე, სკოლა-ლიცეუმმა „ცოდნამ“ (დირქეტორი - ნაზი ნადირაძე. თბილისი, ავჭალა; დ.სარაჯიშვილის 108) სასწავლო პროცესი მეტი მონდომებით, მუდმივი სიახლეებით, გაძლიერებული რესურსებითა და აქტივობებით განაახლა.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სახალისო-შემეცნებით აქტივობებში მონაწილეობა მიიღეს I საფეხურის მოსწავლეებმა (დამრიგებლები: ნია დათუკიშვილი, სალომე ქევხიშვილი, თამარ ოქრიაშვილი, ირინა დოლიძე).

„I კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი - ნია დათუკიშვილი) წარმოადგინეს პროექტი „მე ვიცი კითხვა“, რუბრიკით - „ პოეზია უპირველეს ყოვლისა“... წასაკითხად შერჩეული იყო მცირე ზომის ლექსები, მოტივაციის შესაქმნელად.

მოსწავლეებმა წაიკითხეს: ანა კალანდაძის, ნოდარ დუმბაძის, მაყვალა მრევლიშვილის, ლადო ასათიანის, გალაკტიონ ტაბიძის, იოსებ ნონეშვილის და სხვა პოეტების ლექსები.

I კლასის დამრიგებელი, სალომე ქევხიშვილი, პატარებს პირველი დღიდან უნერგავს კითხვის სიყვარულის და ამ პროცესს აქცევს ზღაპრულ თავგადასავლად.

დამრიგებელმა შეარჩია თინათინ ლომთაძის ზღაპარი ,,მელანო და ვირუსი“ მოსწავლეებმა, უსაზღვრო ნიჭის დახმარებით, არაჩვეულებრივად შეძლეს თავის წარმოჩენა და მოირგეს სხვადასხვა როლი. მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა იყო. მოსწავლეებმა შეძლეს ვირუსის არსის გაგება და გაიაზრეს, თუ რას იწვევს ის ორგანიზმში; ისწავლეს მისი თავიდან აცილების გზები. ზღაპრის გმირის, ექიმი ამელის საშუალებით ნაკლებად საშიში გახდა ბავშვებისთვის ერთი შეხვედვით ვერაგი ვირუსი და მიხვდნენ, რომ მათ ძალა ყოველთვის გააჩნიათ ვირუსის დასამარცხებლად. ზღაპრის პატარა ჯადოსნობა გაუზიარეს თანატოლებს და მათთვისაც შთამბეჭდავი გახადეს კითხვის სასიამოვნო პროცესი. მოსწავლეებისთვის ახლა მეტად უსაფრთხოა სკოლაში დაბრუნება, რადგან ვირუსის შესახებ ბევრი რამე შეიტყვეს. ისინი ბედნიერებით აღსავსე ელიან გაკვეთილების საკლასო ოთახში გაგრძელებას და ახალ თავგადასავლებთან შეხვედრას.

I კლასმა წარმოადგინა პროექტი „ადამიანი სრულქმნილი ხდება წიგნის კითხვით“, კლასის დამრიგებლის, თამარ ოქრიაშვილის ხელმძღვანელობით.

პატარა „ცოდნელებმა“ დედაენიდან წაიკითხეს მცირე მონაკვეთები და ზეპირად წარმოთქვეს საინტერესო გამონათქვამები წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე. მათ გამოავლინეს სწორი, გამართული კითხვის  და ზეპირმეტყველების უნარი.

I კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის, ირინა დოლიძის ხელმძღვანელობით, არაერთ საინტერესო წამოწყებაში მიიღეს მონაწილეობა, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე. მიზანი უცხო ლექსიკური ერთეულების შესწავლა და სამეტყველო ერთეულად გამოყენება იყო: ,,Foreign Language at the Elementary level“;  ,,An effective method of learning a foreign language“; ,,Mini presentation in the animal world“.

სკოლა-ლიცეუმი ,,ცოდნა“ არაერთ საინტერესო სიახლეს გეგმავს აღსაზრდელებისთვის.

„სკოლა-ლიცეუმი „ცოდნა“ მოსწავლეების გულში მუდამ სითბოს აღვივებს გამორჩეული ფუსფუსისა და სასიამოვნო გარემოს მეშვეობით. ბავშვებისთვის სწავლის რთული და დამღლელი პროცესი - საინტერესო გამოწვევად იქცა შრომისმოყვარე მასწავლებლების დამსახურებით. პედაგოგები გამოირჩევიან სახალისო და სასარგებლო აქტივობებით, ამიტომ  მოსწავლეებს სკოლისაკენ მიმავალ გზაზე მუდამ მიეჩქარებათ“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეოები:












კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არის თუ არა ბედობა რელიგიური დღესასწაული და როგორ აღინიშნებოდა ეს დღე საქართველოში

თითოეული ქვეყნის პერსონაჟი არა მხოლოდ უნიკალური, არამედ თავისი კულტურის რეპრეზენტაციაცაა 

დედა მეუბნება, რომ კარგი იქნება თუ თოვლის ბაბუას კონკრეტულ საჩუქარს დავაბარებ, მაგრამ მე ჯადოსნური ჯოხი მირჩევნია

1910-იან წლებში ნაძვის ხეებს სანთლებით, ხილითა და ხელნაკეთი ორნამენტებით რთავდნენ

ჯანჯაფილის ფესვს უძველესი დროიდან იყენებდნენ სამკურნალო და კულინარიული მიზნებისთვის

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ნიჭიერმა პატარებმა მაყურებლის დიდი  მოწონება და ოვაციებიც დაიმსახურეს

ეს დღე დიდხანს დაამახსოვრდებათ პედაგოგს, ბავშვებს და მოწვეულ მასწავლებლებს

საინტერესო

არის თუ არა ბედობა რელიგიური დღესასწაული და როგორ აღინიშნებოდა ეს დღე საქართველოში

თითოეული ქვეყნის პერსონაჟი არა მხოლოდ უნიკალური, არამედ თავისი კულტურის რეპრეზენტაციაცაა 

დედა მეუბნება, რომ კარგი იქნება თუ თოვლის ბაბუას კონკრეტულ საჩუქარს დავაბარებ, მაგრამ მე ჯადოსნური ჯოხი მირჩევნია

1910-იან წლებში ნაძვის ხეებს სანთლებით, ხილითა და ხელნაკეთი ორნამენტებით რთავდნენ

ჯანჯაფილის ფესვს უძველესი დროიდან იყენებდნენ სამკურნალო და კულინარიული მიზნებისთვის

სიახლეები
საზოგადოება