მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა, რომ შეუძლებელი არაფერია“, - ასე აფასებს ახალი კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებასა და განვლილ 2020 წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს N2 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მზიური ხარაზი.
როგორც ხარაზმა etaloni.ge-სთვის მიცემულ ბლიც-ინტერვიუში განაცხადა, მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად პასუხისმგებლობა, ჩართულობა და აქტიურობა ახარებს; მოსწავლეებისგან კი, ყველაზე ხშირად უპასუხისმგებლობა უკვირს.
- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...
- იმედით, რწმენით როგორ უნდა გავერთიანდეთ და დავძლიოთ შიში; როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება ხვალინდელი დღისთვის.
- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...
- მასწავლებლები ყოველთვის იდგნენ აქტიური ცხოვრების სადარაჯოზე. დავინახეთ, რომ შეუძლებელი არაფერია.
- 2020 წელს დავახასიათებდი...
- შიში, კარჩაკეტილობა, მონატრება… და მაინც: იმედი, თანადგომა, ცხოვრება გრძელდება.
- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...
- აქტიურობა, ჩართულობა, პასუხისმგებლობა, მოვალეობა უპირველეს ყოვლისა.
- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...
- უპასუხისმგებლობა.
- მშობლებს ვურჩევდი...
- მეტი დრო გავატაროთ შვილებთან; სკოლასთან ერთად მოვამზადოთ ისინი ცხოვრებისთვის.
- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...
- ვარ თუ არა ბედნიერი ჩემი 42 წლის პედაგოგობით? გავაკეთე ის, რაც მევალებოდა?
ვფიქრობ, რომ ბედნიერი ვარ, პროფესიის არჩევა ხელმეორედ რომ მიხდებოდეს, ისევ პედაგოგობას ავირჩევდი, რადგან მიყვარს ბავშვები.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.