სიახლეები
პიროვნება

„ნებისმიერ გამოუვალ და პრობლემურ სიტუაციაშიც შეიძლება იპოვო გამოსავალი“ - გლოლის საჯარო სკოლის დირექტორი მაია გრიგოლიშვილი
22-02-2021
-
+


„ონლაინ სწავლებამ გვასწავლა, რომ ციფრული ტექნოლოგიების განვითარება სერიოზული გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვის“, - აღნიშნული განცხადება etaloni.ge-სთვის მიცემულ ბლიც-ინტერვიუში ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლის საჯარო სკოლის დირექტორმა, მაია გრიგოლიშვილმა გააკეთა.

​მისი თქმით, „ნებისმიერ გამოუვალ და პრობლემურ სიტუაციაშიც შეიძლება იპოვო გამოსავალი“.

- ​კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა, რომ მსოფლიო გააერთიანდა და ყველას ერთი ტკივილითა და სიხარულით ცხოვრება შეუძლია; რომ ნებისმიერ გამოუვალ და პრობლემურ სიტუაციაშიც შეიძლება იპოვო გამოსავალი. მთავარია, მონდომება, სწორი და დროული გადაწყვეტილებების მიღება. ასევე დაგვანახა, რომ საჭიროა, ინტერნეტკავშირის მოწესრიგება, რათა მთაში მცხოვრები მოსწავლე და მასწავლებელი თანაბარ პირობებში აღმოჩნდეს.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა, რომ ციფრული ტექნოლოგიების განვითარება სერიოზული გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვის. აუცილებელია, ტექნოლოგიური კომუნიკაციის საფუძვლიანი ცოდნა და მისი საშუალებით განათლების მიღება; შესაძლებელია ელექტრო რესურსების მოძიება, შექმნა და გამოყენება.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- 2020 წელს დავახასიათებდი, როგორც უმძიმეს პერიოდს, საოცარი პრობლემებით და შეზღუდვებით დატვირთულ, თუმცა ახალი შესაძლებლობების და გამოწვევების წლად.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია მათი სწორი დამოკიდებულება შექმნილი სიტუაციის მიმართ - როცა სიახლის ძიებაშია და მოტივირებულია ახალი რამე ასწავლოს მოსწავლეს; მახარებს მათი ერთმანეთის გვერდით დგომა და ურთიერთდახმარება პროცესის სრულყოფილებისთვის.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- მოსწავლეებისაგან ყველაზე მეტად მიკვირს მათი უმრავლესობის მზაობა, დამოკიდებულება და უნარი ციფრული ტექნოლოგიების მიმართ, რაც საშუალებას გვაძლევს იმედიანი თვალით შევხედო მომავალს. არასასიამოვნო და გასაკვირია ზოგიერთი მათგანის გულგრილი დამოკიდებულება და პასიურობა სასწავლო პროცესის მიმართ.

- მშობლებს ვურჩევდი...

- მშობლებს ვურჩევდი, იყვნენ  მეტად აქტიურები. მათი ჩართულობა სასწავლო პროცესში მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს, როგორც მოსწავლეს, ასევე მასწავლებელს.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- ჩვეულ ცხოვრებასთან დაბრუნებაზე. მართალია, პანდემიამ ტექნოლოგიური განვითარების პროცესი დააჩქარა და გვასწავლა ბევრი რამის დისტანციურად მოგვარება, რაც აქამდე წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა, მაგრამ მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანური ურთიერთობებია და ის, რომ მოსწავლეებმა განათლება საკლასო ოთახებში მიიღონ.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება