მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლადო ასათიანის სახელობის ბარდნალის საჯარო სკოლის დირექტორს, მთვარისა ახვლედიანს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტ - „ახალი სკოლის მოდელის“ 2020 წლის შემაჯამებელ ფორუმში მონაწილეობისთვის სერტიფიკატი გადაეცა.
„ეს ჩვენი სასკოლო თემის ერთობლივი მუშაობის შედეგი და გაწეული შრომის აღიარებაა“- წერს მთვარისა ახვლედიანი სოციალურ ქსელში და კოლეგებს წარმატებას ულოცავს.
„ამ სერტიფიკატმა, დღეს, მართლაც რთული და დაძაბული კვირისა და დღის ბოლოს, დიდი სიხარული მომგვარა და არა მარტო მე!
ეს ჩვენი სასკოლო თემის ერთობლივი მუშაობის შედეგი და გაწეული შრომის აღიარებაა!
გ ი ლ ო ც ა ვ თ , კოლეგებო, ჩვენი სკოლის მოსწავლეებო, მშობლებო!
დიდი მადლობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტ ,,ახალი სკოლის მოდელის" დამნერგავ გუნდს ამ მეტად საინტეესო და მნიშვნელოვანი პროექტისა და მასში ჩვენი სკოლის
ჩართვისათვის!
დიდი მადლობა საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრს, ქალბატონ ნესტან ბაგაურს, პროექტში ჩართვის დღიდანვე მისი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით გამდიდრებისათვის!
დიდი მადლობა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ლიდერობის ექსპერტს,
ქალბატონ მაკა გრძელიშვილს, ჩვენი აქტიური მხარდაჭერისა და დახმარებისათვის!
დღესაც, როცა ამ სერტიფიკატის მიღების შესახებ ვაცნობე, მგონი, ჩემზე მეტად გაუხარდა, საღამოს კი მის გვერდზე ეს ,,პოსტი" დამხვდა, რამაც განწყობა კიდევ უფრო ამიმაღლა და რომელსაც აქვე გთავაზობთ:
* * *
ჩვენი პროექტის
„ახალი სკოლის მოდელის“ და შემაჯამებელი ფორუმის გმირებს: იამზე ლობჟანიძე, მთვარისა ახვლედიანი, ქრისტინე ქურციკიძე - ვულოცავ განათლების სამინისტროს მიერ მათი შრომის დაფასების მიზნით გადმოცემულ სერტიფიკატებს . ფორუმის სერტიფიკატი უბრალო საქმე ნამდვილად არაა კიდევ ბევრი წარმატება მომელოცოს!
მიმდინარეობს ასევე სამინისტროს მიერ თქვენგან ფორუმზე წარმოდგენილი პრეზენტაციების youtube-ზე ატვირთვის პროცესი, თქვენს გამოცდილებას საქართველოს (არა მარტო) ბევრი მოტივირებული სკოლა გაიზიარებს. ლინკებს აუცილებლად გაგიზიარებთ, როგორც კი მომაწვდიან.
მეამაყებით
ვფიქრობ, წინ მრავალი წარმატება გველის ყველა სკოლას.. სასიხარულო პროცესები მხოლოდ ახლა დაიწყო..
წ ა რ მ ა ტ ე ბ ე ბ ი ჩ ვ ე ნ ს გ უ ნ დ ს !“, -წერს სკოლის დირექტორი.
იხილეთ ფოტო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლის 6 სტანდარტი, რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია პროფესიული განათლების პედაგოგებისთვის
საჯარო ბაღებში სამსახურის დაწყება კონკურსის გარეშეა შესაძლებელი - რა უფლებები და ვალდებულებები აქვს სკოლამდელ დაწესებულებას
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სასწავლო პროცესს მასწავლებელი თეონა ქურდიანი ხელმძღვანელობდა
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას