მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მესტიის მუნიციპალიტეტის, კალის საჯარო სკოლაში, ამავე სკოლის VIII კლასის მოსწავლეებმა: არინა მარგველანმა და სალომე ხარძიანმა წარმოადგინეს პროექტის პრეზენტაცია თემაზე „დემოკრატიული სახელმწიფო და თვითმმართველობა“.
პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეთა ინფორმირებას თვითთმმართველობაში მონაწილეობის უფლებებსა და ფორმებზე; მათში, როგორც მოქალაქეებში სამოქალაქო აქტივობებისადმი შიშის დაძლევას და წახალისებას, რათა მონაწილეობა მიიღონ სამოქალაქო აქტივობებში თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობის გზით.
მოსწავლეებმა ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რაც უკავშირდება თვითმმართველობაში მონაწილეობის ხარისხს, შესაძლებლობას და ამ მხრივ, საზოგადოების ინფორმირებას მათ უფლება-მოვალეობებზე; წინ წამოწიეს მოსწავლეთა მონაწილეობის საჭიროება და თვითმმართველობაში მონაწილეობის სამართლებრივი ფორმები გააცნეს სკოლელებს. ყურადღება გაამახვილეს არჩევნების საკითხზე და აღნიშნეს, რომ ერთი ხმაც შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს. აქედან გამომდინარე, დაასაბუთეს, არჩევნებში მონაწილეობის მოქალაქეობრივი ვალი. საკმაოდ ამომწურავად ისაუბრეს საქართველოში არსებულ დემოგრაფიულ ვითარებაზე, რაც გამოწვეულია ეკონომიკური მდგომარეობის გამო საზღვარგარეთ მოქალაქეთა მასობრივ მიგრაციასთან; წარმოადგინეს იმიგრაცია-ემიგრაციის სტატისტიკა დიაგრამის სახით.
ავტორებმა პარალელები გაავლეს საქართველოს ისტორიის სხვადასხვა პერიოდთან და ორგანულად დაუკავშირეს პრეზენტაციაზე წარმოდგენილი საკითხები ისტორიულ ეპოქებს.
დასკვნის სახით პრეზენტატორებმა დასაბუთებულად უპასუხეს მათივე დასმულ შეკითხვას: „რა უნდა გავაკეთოთ, რომ დემოკრატიული სახელმწიფო გვქონდეს და კანონიერი თვითმმართველობა ჩამოყალიბდეს".
პრეზენტაციის ბოლოს პრეზენტატორებმა უპასუხეს დარბაზის შეკითხვებს.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ: სკოლის დირექტორი და ადმინისტრაცია, მასწავლებლები, სხვადასხვა კლასის მოსწავლეები.
პროექტის საერთო ხელმძღვანელი კი გახლავთ ამავე სკოლის ისტორიის, გეოგრაფიის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი გიორგი ტერუნაშვილი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლის 6 სტანდარტი, რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია პროფესიული განათლების პედაგოგებისთვის
საჯარო ბაღებში სამსახურის დაწყება კონკურსის გარეშეა შესაძლებელი - რა უფლებები და ვალდებულებები აქვს სკოლამდელ დაწესებულებას
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სასწავლო პროცესს მასწავლებელი თეონა ქურდიანი ხელმძღვანელობდა
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას