მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზედა სამების საჯარო სკოლის დირექტორი, მზემზე კახიძე ერთ-ერთია სკოლის ხელმძღვანელებს შორის, რომელიც მუდმივად დგას საკუთრი მოსწავლეების განათლებისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე. ბლიც-ინტერვიუში კი, ქალბატონი მზემზე იმაზე გვესაუბრება, თუ როგორ დაძლიეს ბოლო ერთი წლის განმავლობაში წარმოქმნილი ყველა წინააღმდეგობა და დღეს, მშობლიური სკოლის კედლებში დაბრუნებულები, როგორ აფასებენ ყველაფერ იმას, რაც პანდემიამდე გააჩნდათ, პირველ ყოვლისა, კი ადამიანურ ურთიერთობებს.
- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...
- მოულოდნელობის მოსალოდნელობა და მასთან გამკლავების შესაძლებლობა.
- ონლაინ-სწავლებამ გვასწავლა...
- სწავლა-სწავლების შესაძლებლობა ექსტრემალურ სიტუაციაში.
- 2020 წელს დავახასიათებდი...
- შიშის, ნერვიული სტრესის წლად, რომელმაც შეიწირა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე, დაამუხრუჭა ქვეყნის ეკონომიკა, მეტად გააღარიბა ოჯახები, უარყოფითად იმოქმედა სასწავლო პროცესზე.
- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...
- ის, რომ ჩემზე უკეთ გაართვეს თავი ონლაინ-სწავლებას, განსაკუთრებით დასაფასებელია დაწყებითი კლასის მასწავლებლების საშემსრულებლო დისციპლინა.
- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...
- პატარებიც კი როგორ არიან გათვითცნობიერებული კომპიუტერული ტექნოლოგიების მიზნობრივ გამოყენებაში.
- მშობლებს ვურჩევდი...
- შეძლებისდაგვარად, დაეხმარონ შვილებს, განსაკუთრებით დაწყებით კლასებში. ამ მიზნით დაამყარონ ყოველდღიური კომუნიკაცია მასწავლებლებთან და სისტემატურ კონტროლზე აიყვანონ მაღალი კლასის მოსწავლეები.
- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...
- არ დავუშვა შეცდომა, რათა დავიცვა სკოლა პანდემიისგან.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.