სიახლეები
სკოლები

სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ მოსწავლეებს ვებინარი -„სასწავლო პროექტი ფიზიკაში“ ჩაუტარდათ
23-02-2021
-
+


სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ VII კლასის მოსწავლეები, პედაგოგ ბელა თოდუას ხელმძღვანელობით, ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს, ნუგზარ მოსულიშვილს შეხვდნენ.

მოსწავლეებს ლექცია(ვებინარი) სახელწოდებით „სასწავლო პროექტი ფიზიკაში“ ჩაუტარდათ.

გაკვეთილი მიზნად საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, კერძოდ ფიზიკის სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასა და საბუნებიმეტყველო საგნებით მოსწავლეების დაინტერესებას ისახავდა.

სკოლის ცნობით, ლექციაზე დიდ სამეცნიერო ცენტრებში მიმდინარე თანამედროვე კვლევებზე, სამეცნიერო მიღწევებსა და კვლევის დანიშნულებაზე, სამყაროს წარმოშობასა და მის ევოლუციაზე, შორეულ გალაქტიკებში არსებულ საინტერესო ობიექტებზე, ფიზიკის როლსა და საჭიროებაზე სხვადასხვა პროფესიებში იმსჯელეს.

სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში დასრულდა, მოსწავლეებმა, მათთვის საინტერესო კითხვებზე, ამომწურავი პასუხი მიიღეს. 

ნუგზარ მოსულიშვილმა ლექცია/ვებინარის ბოლოს მოსწავლეები ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ექსპერიმენტების ჩასატარებლად მიიწვია.

„იმის განსაზღვრა, თუ რა არის ფიზიკა, ძალზედ რთულია. რაც მეტ აღმოჩენას ვაკეთებთ და მეტ პროგრესს განვიცდით, მით უფრო იცვლება ფიზიკაც. ახალ თეორიებს მხოლოდ ახალი პასუხები არ მოაქვთ. ისინი ასევე ბადებენ ახალ კითხვებს, რომლებიც ადრე ფიზიკის წინა თეორიის გადმოსახედიდან უაზრო იქნებოდა. ეს ფიზიკას სახალისოსა და საინტერესოს ხდის. სკოლა-ლიცეუმი ,,ცოდნა“ (დირქეტორი - ნაზი ნადირაძე. თბილისი, ავჭალა; დ.სარაჯიშვილის 108) მოსწავლეებისათვის ამ რთული დისციპლინის შესწავლის საფუძვლებს საინტერესოდ იწყებს. სკოლა-ლიცეუმი „ცოდნა“ გუნდთან ერთად, თავის აღსაზრდელებს კიდევ არაერთ საინტერესო აქტივობას ჰპირდება", - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვებინარი ბმულზე:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებლის 6 სტანდარტი, რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია პროფესიული განათლების პედაგოგებისთვის

ხელფასების ცვლილება სკოლებში - დირექტორებმა საშტატო განრიგი სამინისტრისთან უნდა შეათანხმონ 

უმაღლესების საყურადღებოდ - რა დოკუმენტები უნდა წარადგინოთ რეგისტრაციისთვის

საჯარო ბაღებში სამსახურის დაწყება კონკურსის გარეშეა შესაძლებელი - რა უფლებები და ვალდებულებები აქვს სკოლამდელ დაწესებულებას

სკოლებში სრულწლოვანი მოსწავლეების რიცხვი 3600-ს აჭარბებს - დეტალური ინფორმაცია

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სასწავლო პროცესს მასწავლებელი თეონა ქურდიანი ხელმძღვანელობდა

ბავშვები დეკორაციების შექმნას შემოქმედებითად მიუდგნენ. მათი ნამუშევრები სასიამოვნო სანახავია

მსგავსი ღონისძიებები სპორტული ცხოვრების წახალისებისა და პოპულარიზაციისთვის მეტად მნიშვნელოვანია

მოსწავლეებმა მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამა წარმოადგინეს

მოსწავლეებმა საზეიმოდ მორთუოლ გარემოში დრო შთამბეჭდავად გაატარეს და სასკოლო საზოგადოებასაც დაუვიწყარი მომენტები აჩუქეს 

საინტერესო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სიახლეები
საზოგადოება