სიახლეები
პიროვნება

„სკოლა, ოჯახი, საზოგადოება უნდა დავაკავშიროთ, რათა აღვზარდოთ ჯანსაღი თაობა“ - მაკა ჯანაშვილი, სამრეკლოს საჯარო სკოლის დირექტორი
23-02-2021
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, სამრეკლოს საჯარო სკოლამ, ერთმუშტად შეკრული გუნდისა და საოცარი ხელმძღვანელის ძალისხმევით, ღირსეულად დაძლია ყველა გამოწვევა, რომლიც პანდემიამ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს შეუქმნა და ეს, თამამად შეუძლიათ თქვან, სასწავლო პროცესი შედგა და მიუხედავად არსებული წინააღმდეგობებისა, ყველამ ერთად, შეძლო შეუძლებელი - არ მოხდა წყვეტა მოსწავლეებსა და სკოლას შორის და სწორედ ამ საკითხებზე საუბრობს დღეს etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში სამრეკლოს სკოლის დირექტორი, მაკა ჯანაშვილი.

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- პანდემიამ დაგვანახა, რომ ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე. გვასწავლა ცხოვრების, შრომის, გადაადგილების განსხვავებული რეჟიმით ცხოვრება.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- კომპიუტერული ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენება, ასევე ერთმანეთის მხარში დგომა, სიყვარული და ის, რომ „ძალა ერთობაშია“.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- 2020 ახალი გამოწვევების, ამ გამოწვევებთან გამკლავებისა და ცხოვრების ახალ რეჟიმზე გადაწყობის წელი იყო.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- მასწავლებელი ყოველთვის მზად არის, გაუმკლავდეს ნებისმიერი ტიპის გამოწვევას, რადგან უანგაროა მათი სიყვარული მოსწავლეების მიმართ.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- ისინი ზედმიწევნით კარგად ასრულებენ ჯანდაცვის რეკომენდაციებს.

- მშობლებს ვურჩევდი...

- პირველ რიგში ისინი უნდა იყვნენ მაგალითი თავიანთი შვილებისთვის, დაეხმარონ იმ ემოციების მართვაში,რომლებიც შესაძლოა პანდემიის დროს განიცადეს.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- ბავშვების აღზრდას სამი ფაქტორი განაპირობებს: სკოლა, ოჯახი, საზოგადოება. მინდა, ეს ფაქტორები მჭიდროდ დავაკავშიროთ ერთმანეთს, რათა აღვზარდოთ ჯანსაღი თაობა.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება