მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის ურბანული განვითარების პროგრამის World Vision Georgia-ს თბილისის N143 საჯარო სკოლის კლუბი „იდეაფიქსი“ იწყებს მონაწილეების მიღებას VIII კლასიდან ზემოთ.
„მოკლედ კლუბის მიზნების შესახებ:
World Vision-ის მიზანია ბავშვები ცხოვრობდნენ ჯანსაღ და აქტიურ საზოგადოებაში,რომელიც ტოლერანტულია და თანაბარ შესაძლებლობებს იძლევა ყველასთვის.ეს სივრცე მაქსიმალურად არის მორგებული ბავშვებზე და თანაბარ შესაძლებლობას გვაძლევს,რომ თან ვისწავლოთ და თან გავერთოთ.
კლუბში გაწევრიანება საუკეთესო შანსს გაძლევთ:
1.გაიცნოთ საინტერესო ადამიანები
2.შეიძინოთ მეგობრები
3.გაიგოთ უამრავი ახალი ინფორმაცია
4.დაესწროთ საინტერესო ტრენინგებს(რომლებსაც ატარებენ საქმის პროფესიონალები)
5.დააგროვოთ საუკეთესო მოგონებები
6.განვითარდეთ პიროვნულად
კლუბში ხორციელდება ფიზიკური აქტივობები,იწერება პროექტები,წლის ბოლოს იგეგმება ბანაკი,კლუბის წევრები ესწრებიან ტრენინგებს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით,ასევე მთელი წლის განმავლობაში რამდენჯერმე ხორციელდება გასვლა პიკნიკზე და ხშირად დაგეგმილი პროექტებიც სკოლის გარეთ ხორციელდება(მაგ: სტუმრობა ბავშვთა თავშესაფარში,მოხალისეობა ზოოპარკში და ა.შ)
პანდემიის პირობებიდან გამომდინარე „იდეაფიქსი" დროებით მუშაობს ონლაინ სივრცეში (Zoom),თუმცა უახლოეს მომავალში იგეგმება ფიზიკურ სივრცეში გადანაცვლება.
უნდა აღინიშნოს,რომ კლუბი სრულიად აღჭურვილია საჭირო ინვენტარით.სკოლის შენობაში გვაქვს იზოლირებული ოთახი,საკუთარი დაფინანსება,პროექტორი,ფოტო/ვიდეო კამერები და ა.შ
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ მითითებული Google Forms დოკუმენტი და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ კლუბის ახალგაზრდულ მუშაკს-ლევან ხარაიძეს ან კლუბის წევრს და სკოლის მოსწავლეს-რუსკა მაჩაბელს.
გისურვებთ წარმატებას!“ - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლის 6 სტანდარტი, რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია პროფესიული განათლების პედაგოგებისთვის
საჯარო ბაღებში სამსახურის დაწყება კონკურსის გარეშეა შესაძლებელი - რა უფლებები და ვალდებულებები აქვს სკოლამდელ დაწესებულებას
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სასწავლო პროცესს მასწავლებელი თეონა ქურდიანი ხელმძღვანელობდა
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას