TOP ნიუსი
სიახლეები
პიროვნება

„მასწავლებლებისგან მახარებს, რომ ყველა უდგას ერთმანეთს გვერდით“ - ასლან ფასანიძე, გელაურის საჯარო სკოლის დირექტორი
23-02-2021
-
+


etaloni.ge გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს ხულოს მუნიციპალიტეტის გელაურის საჯარო სკოლა დირექტორთან, ასლან ფასანიძესთან.  დირექტორი ბლიც-ინტერვიუში გვიმხელს, რა უკვირს მოსწავლეებში, რა უხარია მასწავლებლებისგან და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად.

- კოვიდ პანდემიამ დაგვანახა...

- პირველ რიგში ჯანმრთელობის ფასი, ასევე ერთმანეთის გვერდში დგომა.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- მშობლების აქტიური ჩართულობა ონლაინ სწავლების დროს.

- 2020 წელს დავახასიათებდი... 

- იყო ძალიან რთული წელი, როგორც განათლების მხრივ, ასევე თითეული მოქალაქისთვის ეკონომიურად.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- ის, რომ ყველა უდგას ერთმანეთს გვერდით, ხდება აზრის გაზიარება, თანამშრომლობა.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს... 

- ის თუ როგორ იცავენ დისტანციას, ჰიგიენას და ყველა რეკომენდაციას.

- მშობლებს ვურჩევდი...

- გაითვალისწინონ სკოლის ყველა რეკომენდაცია და რეგულაცია.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- ვფიქრობ და დიდი სურვილი მაქვს, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში დამთავრდეს პანდემია და დავუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრებას.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება