მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N133 საჯარო სკოლის პედაგოგმა მზია ნებიერიძემ, თავის მოსწავლეებთან ერთად სახალისო ვიდეო წარმოადგინა, სადაც მეოთხეკლასელები თანატოლებს ურჩევენ, თუ რომელი წიგნები უნდა წაიკითხონ და რაც მთავარია, წიგნებით მიღებულ შთაბეჭდილებებსაც გვიზიარებენ.
„პეპი გრძელწინდა“, „წრიპა ბიჭის დღიური“, „მე ბებია ილიკო და ილარიონი“, ლადო ასათიანის პოეზია, „ჩემი პირველი კითხვებისა და პასუხების წიგნი“... ეს არასრული ჩამონათვალია იმ ლიტერატურიდან, რომელსაც ბავშვები თანატოლებს წასაკითხად სთავაზობენ და თან უამბობენ, როგორი კეთილი და მხიარული გოგონაა პეპი, რომ „წრიპა ბიჭის“ ისტორია რამდენიმე წიგნადაა გამოცემული, რომ „კითხვებისა და პასუხების“ წიგნში ზღვა ინფორმაცია მოიპოვება, ხოლო „მე ბებია, ილიკო და ილარიონი“ ხალასი იუმორით, სიკეთით სავსე წიგნია, რომელიც პირველივე აბზაციდან გაჯადოებს...
დიახ, სწორედ მზია მასწავლებლის ძალისხმევის შედეგია, N133 საჯარო სკოლელებს კითხვა ასე რომ უყვართ და გულწრფელად სჯერათ, მსოფლიოს უკეთესობისკენ შეცვლას შეძლებენ.
ვიდეო სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ატესტაცია გამოცხადდა - ვის ეხება გადამზადება, ვადები და დეტალები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სასწავლო პროცესს მასწავლებელი თეონა ქურდიანი ხელმძღვანელობდა
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას