ლემშვენიერას საჯარო სკოლაში ყველა რეგულაცია დაცულია
23-02-2021
დაკოპირებულია
-
+
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლაში უკვე ორი კვირაა სასწავლო პროცესი დაიწყო.
სკოლის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სასწავლო დაწესებულებაში კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეგულაცია დაცულია.
„სკოლის ყველა შემოსასვლელი აღჭურვილია სპეციალური დეზობარიერით; სკოლის შენობის ყველა სართულზე დამაგრებულია ხელის სადეზინფექციო მოწყობილობა;
სკოლის სველი წერტილები კარგ მდგომარეობაშია; ხელსაბანები აღჭურვილია თხევადი სასაპნით და საშრობი ქაღალდით; საპირფარეშოებში განთავსებულია ინდივიდუალური კაბინები, აღჭურვილია ტუალეტის ქაღალდით;
საკლასო ჯგუფები სწავლას იწყებენ 10:00 საათზე; მოსწავლეები სკოლაში გამოცხადდებიან 09:45-ზე;
სწავლის დაწყებამდე 15 წუთით ადრე, სკოლის პერსონალის მიერ მოსწავლეებსა და სკოლის პერსონალს ჩაუტარდება თერმოსკრინინგი;
საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, სკოლის პერსონალმა სრული შემადგენლობით გაიარა სავალდებულო ტესტირება. სწრაფი ტესტირების შედეგად, არც ერთი დადებითი პასუხი არ დაფიქსირდა. covid-19-ის ახალი შემთხვევების დროული გამოვლენის მიზნით სკოლის პერსონალი გაივლის პერიოდულ ტესტირებას;
- covid-19-ის გამოწვევების საპასუხოდ, სკოლაში შექმნილია საკმაო მარაგი: დეზობარიერები და დეზობარიერის სითხეები (კონცენტრატი), იატაკის მოვლისა და ზედაპირების დასამუშავებელი სადეზინფექციო სითხეები, მოსწავლის ჯანმრთელობისთვის არა მავნე ხელის სადეზინფექციო სითხე, თერმომეტრები, პირბადეები, ცხელებიანი მოსწავლეებისთვის მოწყობილია საიზოლაციო ოთახი;
სკოლის პერსონალი ვალდებულია, ატაროს პირბადე როგორც სკოლის შენობაში, ასევე სკოლის ტერიტორიაზე; სკოლაში ყოფნის დროს, V-XII კლასების ყველა მოსწავლე ვალდებულია ატაროს პირბადე;
მშობლებთან კომუნიკაციისთვის რეკომენდებულია დისტანციური კონტაქტის საშუალებების გამოყენება; ყველა მშობელს აქვს შესაძლებლობა, მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას სკოლის ელექტრონულ მისამართზე ან სოციალური ქსელის საშუალებით დისტანციურად; მშობელთა კრებები ჩატარდება დისტანციურ რეჟიმში“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.