სიახლეები
ეტალონი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ჩატარებულ „ეტალონის“ შესარჩევ ტურს სკოლების წარმომადგენლები აფასებენ
08-11-2017
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში ''ეტალონის'' შესარჩევი ტური ჩატარდა.

''ეტალონის'' პირველი ტურის ორგანიზებაში, ოზურგეთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რესურსცენტრთან და სკოლების წარმომადგენლებთან ერთად იყვნენ ჩართულები. 



ტესტირების დღესთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული. 

ტესტირება სკოლებში ''ეტალონიდან'' მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.     

მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს სხვადასხვა ტესტი დაურიგდათ.

შემოქმედის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე, „ეტალონის“ პედაგოგი ნუნუ ლესელიძე:

„ტესტირებამ ორგანიზებულად ჩაიარა. მოსწავლეები „ეტალონის“ მიმართ პატივისცემითა და მოკრძალებით არიან განწყობილები. მინდა აღვნიშნო, რომ პროექტი ძალიან პოპულარულია, მასში მოხვერდა მოსწავლეებისთვის დიდი პატივია. მოსწავლეები „ეტალონში“ მონაწილეობით თავანთ ცოდნას ამოწმებენ, თავიან შესაძლებლობებს აფასებენ. მინდა გითხრათ, რომ მშვენიერი შედეგები გვაქვს.“

ნასაკირალის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნინელი მიქაძე:

„შესარჩევი ტური მშვიდ და სასიამოვნო გარემოში ჩატარდა. მოსწავლეები თავიანთი შედეგებით კმაყოფილები არიან. „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია.

მშვიდობაურის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ლანა შუბლაძე:

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია, აქტიურად ჩავერთეთ. მოსწავლეთა დაინტერესება „ეტალონის“ მიმართ ძალიან მაღალია. ტესტირებამ მშვიდად და ორგანიზებულად ჩაიარა.“

ბახვის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი თინათინ ანტონიანი:

„ჩვენი მცირეკონტინგენტიანი სკოლიდან 15 მოსწავლე მონაწილეობდა პირველ ტურში, მათგან ექვსმა გადალახა ბარიერი. მოსწავლეები დაინტერესებულები არიან პროექტში მონაწილეობით.“

ქვედა ბახვის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი შორენა ასანიძე:

„ტესტირება ობიექტურად და მოწესრიგებულად ჩატარდა. მშვიდ გარემოში მოსწავლეებს სრულად შეეძლოთ თავიანთი ცოდნა გამოევლინათ. დირექტორიც დაესწრო ტესტირების პროცესს.“

გურიანთის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი დარეჯან გაბუნია:

„მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ ტესტირებაში. 30 მოსწავლე მონაწილეობდა „ეტალონის“ პირველ ტურში. მათთვის ეს პროექტი ძალიან მომხიბლავია. მომავალ წელს მეტად მოემზადებიან და უკეთესი შედეგებიც ექნებათ.“

ლაითურის საჯარო სკოლის დირექტორი ლეილა გაბეჩავა:

„მოსწავლეები ემზადებოდნენ ამ პროექტში მონაწილეობისთვის. ძალიან კონკურენტუნარიანი გარემო იყო. ასეთი შემეცნებითი ღონისძიებები ხელს უწყობს მოსწავლეთა განვითარებას, განათლებას. მივესალმებით ამ პროექტს. ძალიან სასიხარულოა, რომ ასეთი ფორმით, ოფიციალური სახით ტარდება „ეტალონის“ შესარჩევი ტური.“

ლაითურის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ხათუნა კიწმარიშვილი:

„მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ „ეტალონის“ პირველ ტურში. მივესალმებით ასეთ ინტელექტუალურ შეჯიბრს, რომელიც მოსწავლეების ცოდნის მობილიზებას უწყობს ხელს. დიდი მადლობა, რომ ასეთ კარგ საქმეს აკეთებთ.“

შრომის საჯარო სკოლის დირექტორი რუსუდან ცეცხლაძე:

„კმაყოფილი ვართ ჩატარებული ტურით. ყველაფერი ჩატარდა ობიექტურად, წესების დაცვით. „ეტალონი“ ძალიან საინტერესო ინტელექტ-შეჯიბრია.“

შრომის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნანა სამხარაძე:

„მოსწავლეებმა უმეტესად კატეგორია „თამამი“ აირჩიეს, კარგი შედეგები აჩვენეს. ჩვენ კმაყოფილები ვართ. მთელი სკოლა დიდი ინტერესით იყო ჩართული შესარჩევ ტურში. ინტელექტ-შეჯიბრი როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე ჩვენთვისაც ძალიან საინტერესოა.“

ძიმითის საჯარო სკოლის დირექტორი მალხაზ სამსონია:

„ეტალონის“ პირველ ტურში მოსწავლეებმა ძალიან იაქტიურეს. საკმაოდ კარგი შედეგები დაფიქსირდა.  უმეტესობამ კატეგორია „თამამი“ აირჩია. სასიამოვნო გარემოში ჩატარდა, ძალიან კარგი, ახალგაზრდა მასწავლებელი გვყავს („ეტალონის“ პედაგოგი“), მან კარგად განუმარტა მოსწავლეებს ყველაფერი. მინდა აღვნიშნო, რომ მოსწავლეები ამ პროექტში დიდი ხალისითა და სიამოვნებით მონაწილეობენ.“

ძიმითის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი თეონა ჩანგელია:

„მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ. სამომავლოდ უფრო მომზადებულები იქნებიან „ეტალონისთვის“. ასეთი პროექტები მოტივაციას ზრდის. ძალიან საინტერესოა ინტელექტ-შეჯიბრია.''

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო სხდომას 27 დეკემბერს გამართავს 

პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“

სპორტული შეჯიბრებები, რადგან ამ დროს იქმნებოდა საუკეთესო, პოზიტიური თანამშრომლობითი გარემო და მიყალიბდებოდა ემპათიის უნარი თანატოლის მიმართ 

ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი მიზანდასახულნი, შრომისმოყვარენი და შემოქმედებითნი არიან
სკოლები

მათ იცეკვეს, იმღერეს, სიტყვა წარმოთქვეს და შემოდგომაზე ვრცლად ისაუბრეს

არმატებულ სპორტსმენებს სკოლაში მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

 ღონისძიებას მასწავლებლები:  ლალი წულაია და ელენე სიხარულიძე, ხელმძღვანელობდნენ 

საინტერესო

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

დისგრაფია სწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევაა - რა უნდა იცოდნენ მასწავლებლებმა და მშობლებმა

სიახლეები
საზოგადოება