მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქობულეთის მესამე საჯარო სკოლა კორონავირუსის შემთხვევების გამო დროებით დაიხურა და დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა.
ფაქტს ქობულეთის რესურსცენტრში ადასტურებენ. მადონა გოგიტიძის განცხადებით, გუშინ გეგმური ტესტირებისას კორონავირუსი დაუდასტურდა 7 პედაგოგს, რის გამოც საზოგადოებრივმა ჯანდაცვამ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.
მისივე განმარტებით, ამ შემთხვევამდე, სკოლაში კორონავირუსი 2 მოსწავლესაც დაუდასტურდა, რის გამოც 2 კლასი დისტანციურ სწავლებაზე იყო გადასული.
„სკოლა დღეიდან დაიხურა. გუშინ მასწავლებლების გეგმური ტესტირება ჩატარდა და აღმოჩნდა, რომ მასწავლებლებშიც არის დადებითი მაჩვენებლის შემთხვევები. აღნიშნულის გამო საზოგადოებრივმა ჯანდაცვამ მიიღო გადაწყვეტილება და სკოლა მთლიანად დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. დაწყებულია კონტაქტების მოკვლევაც. სავარაუდოდ, სკოლა 2 კვირის განმავლობაში დარჩება დისტანციური სწავლების რეჟიმზე, თუმცა ზუსტი ვადები ბრძანების მიღების შემდეგ გახდება ცნობილი“ - განაცხადა ქობულეთის რესურსცენტრის დირექტორმა მადონა გოგოტიძემ.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ ქობულეთის მესამე საჯარო სკოლაში ჯამში კორონავირუსით 5 მოსწავლე და 9 მასწავლებელია ინფიცირებული. მათ ნაწილს ვირუსი წინა კვირას, ნაწილს კი გუშინ დაუდასტურდა. მათივე განცხადებით, სკოლა სრულიად დისტანციურ რეჟიმზე, სავარაუდოდ 2 კვირით დარჩება, თუმცა ისინი ედპიდსტიუაციას დააკვირდებიან.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.