სიახლეები
ეტალონი

„ქუთაისს უყვარს პროექტი „ეტალონი“ და მოუთმენლად ველოდებით, როდის ჩატარდება მომდევნო ტური“
08-11-2017
-
+


ქუთაისის ყველა სკოლაში ''ეტალონის'' შესარჩევი ტური ჩატარდა.

''ეტალონის'' პირველი ტურის ორგანიზებაში, ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რესურსცენტრთან და სკოლების წარმომადგენლებთან ერთად იყვნენ ჩართულები.


ტესტირების დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის ყველა სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული. 

ტესტირება სკოლებში ''ეტალონიდან'' მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.     

მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს სხვადასხვა ტესტი დაურიგდათ.

ქუთაისის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენელი მაყვალა ქობულაძე:

„ყველა საჯარო სკოლაში და რამდენიმე კერძო სკოლაში „ეტალონის“ პირველი ტური ჩატარდა. პროექტი მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დიდი სტიმულის მიმცემია. ქუთაისს უყვარს პროექტი „ეტალონი“ და დიდი ინტერესით ელოდებიან მასწავლებლებიც და მოსწავლეებლებიც მომდევნო ტურს. ბათუმის ფინალის ღონისძიებაზეც ვიყავით ჩასულები. ბატონ გოჩას შესანიშნავი გუნდი ჰყავს. მოთმენლად ველოდებით, როდის ჩატარდება მომდევნო ტური.“

ქუთაისის N16 საჯარო სკოლის დირექტორი მერაბ ნუცუბიძე:

“მოსწავლეებმა ძალიან იაქტიურეს, პროექტში ხალისით იყვნენ ჩართულები. კითხვებიც ნამდვილად კარგად იყო შერჩეული.“                                                             

ქუთაისის N1  სკოლაში ჩატარებული „ეტალონის“ პედაგოგი ნათია ღოღობერიძე:


“მომხრე ვარ ასეთი ინტელექტუალური პროექტების. არ ველოდი ასეთ კარგ შედეგს თუ აჩვენებდნენ მოსწავლეები. მე-8 კლასელებმაც ძალიან იაქტიურეს და მონაწილეობა მიიღეს პროექტში, მე-11 კლასელებითაც ძალიან კმაყოფილები ვართ.“

ქუთაისის N9 საჯარო სკოლის დირექტორი სოფიო ქუთათელაძე:

„ეტალონში“ მონაწილეობის სურვილი საკმაოდ ბევრმა მოსწავლემ გამოთქვა. მოსწავლეებმა კარგი შედეგი აჩვენეს და კმაყოფილები ვართ. დარწმუნებულები ვართ, რომ ბევრი მათგანი გადავა შემდეგ ტურში.“                                                                                    

ქუთაისი N9 საჯარო სკოლაში ჩატარებული „ეტალონის“ პედაგოგი ეკა ბუხუა:


„ეტალონი“ არაჩვეულებრივი პროექტია, ბავშვებს ეხმარება არა მარტო სკოლის ცოდნა, არამედ ზოგადი ცოდნაც გამოავლინონ. ასევე თვითდაჯერებულობასაც ჰმატებს მათ. ნამდვილად შესანიშნავი პროექტია.“                                                                             

ქუთაისის N37 საჯარო სკოლის დირექტორი ნანა კენჭოშვილი:

„ტესტირება მშვიდ, სამუშაო გარემოში ჩატარდა. ძალიან დიდი ინტერესი გამოიჩინეს მოსწავლეებმა ჩემს სკოლაში, ბავშვებს ჰქონდათ შექმნილი ყველა ის პირობა, რომ გამოემჟღავნებინათ თავიანთი ცოდნა.“          

ქუთაისის N7 საჯარო სკოლის დირექტორი ენდი ნემსვერიძე:

„ეტალონის“ მიმართ დადებითი შთაბეჭდილებები მაქვს, ძალიან საინტერესო პროექტია. პირველ რიგში, საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ მოსწავლეს წიგნისკენ უბიძგებს, რომ ინფორმაცია არამხოლოდ ინტერნეტიდან მიიღონ, არამედ წიგნს დაუბრუნდნენ. რაც შეეხება მეორე მხარეს, ეს პროექტი სკოლის პოპულარიზაციას ეწევა. როდესაც მოსწავლე სკოლის სახელით გამოდის, ბუნებრივია, ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის.“ 

ქუთაისის N7 საჯარო სკოლაში ჩატარებული „ეტალონის“ პედაგოგი სოსო ფხაკაძე:

„ტესტირებამ ძალიან კარგად ჩაიარა. ჩვენც ძალიან გვაინტერესებდა ბავშვების მომზადების დონე და აზროვნება. თვითონ ბავშვებისგან ძალიან დიდი დაინტერესება მოჰყვა, როდესაც კლასებში გამოვაცხადეთ „ეტალონის“ შესახებ. ბევრმა მოსწავლემ გამოთქვა მონაწილეობის სურვილი.“ 

ქუთაისის N19 საჯარო სკოლის დირექტორი ნატო კუხიანიძე:

„ეტალონის“ შესარჩევ ტესტირებაზე მოსწავლეებმა ძალიან დიდი ინტერესი გამოიჩინეს. ჩვენი სკოლიდან 24-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა და ახლა დიდი ინტერესით ველოდებით შედეგებს.“

ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში ჩატარებული „ეტალონის“ პედაგოგი ნანა კოხრეიძე:

“ამ პროექტში ვისაც უნდოდა საკუთარი თავი გამოეცადა, ყველას მივეცით ამის შესაძლებლობა. ძალიან მიყვარს ეს პროექტი, რადგან ნამდვილად ფასდება მოსწავლის ცოდნა.“ 

ქუთაისის N12 საჯარო სკოლის დირექტორი ნათია სულავა:

“ძალიან კმაყოფილები იყვნენ მოსწავლეებიც და თავად მასწავლებელიც, რომელიც ამ ტესტირებას უძღვებოდა. ზოგიერთ მოსწავლეს პროექტში მონაწილეობის გამოცდილებაც ჰქონდა. მხარს ვუჭერ ან პროექტს და მომწონს ბავშვების ჩართულობა.“ 

ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში ჩატარებული „ეტალონის“ პედაგოგი რევაზ ზაქარაშვილი:

„კარგი პროექტია „ეტალონი“, ძალიან მიყვარს. ნამდვილად დიდი დაინტერესება იყო მოსწავლეების მხრიდან. მე, პირადად ვიყავი პროექტ „ეტალონის“ მონაწილე, როდესაც საუკეთესო სერტიფიცირებული მასწავლებლები მონაწილეობდნენ და ფინალისტიც გავხდი 2011 წელს, როდესაც პროექტი ტელეკომპანია „იმედის“ არხზე გადიოდა.“

ქუთაისის N2 საჯარო სკოლის დირექტორი მარადი ჯიშკარიანი:

„პროექტი ხელს უწყობს მოსწავლეებს, რომ თავიანთი ნიჭი და შესაძლებლობები გამოავლინონ, წიგნებს დაუბრუნდნენ. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია.“

ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში ჩატარებული „ეტალონის“ პედაგოგი ანა კახიძე:

„ძალიან კარგი პროექტია „ეტალონი“. მშვიდ გარემოში ჩატარდა ტესტირება. ძალიან კმაყოფილები ვართ.“          

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია

ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას

ტერმინები, რომლებიც მასწავლებლებმა და მსურველებმა უნდა იცოდნენ - ინფორმაცია პროფესიული პედაგოგებისთვის

აბიტურიენტს უფლება აქვს 4 უცხოური ენიდან მისთვის სასურველ ერთ-ერთ ენა ჩააბაროს

izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“  ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

თემასთან შესაბამისობაში კი პედაგოგმა პატარებს სახალისო აქტივობა „მაღაზიობანა“ შესთავაზა

„ბიოლოგიაში ევოლუციის სწავლა-სწავლება საინტერესო გამოწვევაა მასწავლებლებლებისა და მოსწავლეებისთვის“

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება