სიახლეები
პიროვნება

„ბავშვებმა საოცრად კარგად აუღეს ალღო იმ სიახლეებს, რომლებიც გამოიწვია კოვიდ-პანდემიამ“ - მანუჩარ ფანჩულიძე, ძევრის საჯარო სკოლის დირექტორი
24-02-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და როგორ შეძლო მათთან გამკლავება; რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად და რას ურჩევდა მშობლებს - აღნიშნულ საკითხებზე etaloni.ge თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლის დირექტორთან, მანუჩარ ფანჩულიძესთან ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ: 

კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- ჩვენ ნებისმიერ სიტუაციაში მზად უნდა ვიყოთ მოქმედებისთვის. დაგვანახა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია,  დავიცვათ ის წესები თუ რეკომენდაციები, რომლებიც ხელს უშლიან ვირუსის გავრცელებას.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში და უფრო მოქნილი გახადა განათლების სისტემა მსგავსი გამოწვევებისთვის.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- 2020 წელს დავახასიათებდი, როგორც რთული და ახალი გამოწვევების წინაშე მდგარ წელს. ვფიქრობ, რომ კოორდინირებული მუშაობით, საზოგადოების ყველა ნაწილის ჩართულობით, გავართვით თავი ამ სირთულეებს.

მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- კრეატიულობა, თავისი საქმის უსაზღვროდ სიყვარული, არაჩვეულებრივი დამოკიდებულება მოსწავლეებთან და კოლეგებთან, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა საქმისადმი ამ რთულ პერიოდში. მათი ყველა წამოწყება მხარდაჭერილია დირექციის მიერ.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს სურვილი სიახლეების ათვისებისა, მათი მონდომება და მიზანსწრაფულობა ამ საკითხში. ბავშვებმა საოცრად კარგად აუღეს ალღო იმ სიახლეებს, რომლებიც გამოიწვია კოვიდ-პანდემიამ.

- მშობლებს ვურჩევდი...

- მეტად ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებაში და გახდნენ განუყოფელი ნაწილნი სასკოლო საზოგადოებისა.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- პანდემიის დასრულებაზე, რომ ძევრის საჯარო სკოლამ კვლავ შეძლოს ზამთრის და ზაფხულის ბანაკების მოწყობა, საკვირაო და საშაბათო სკოლების მოწყობა; უფრო თამამად შევძლოთ სასკოლო ლექციებისა და საქველმოქმედო აქციების განხორციელება; უფრო თამამად მოვიწვიოთ ჩვენი პარტნიორი სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომ დავდგათ სპექტაკლები და განვახორციელოთ ყველა ის აქტივობა, რითაც ძევრის საჯარო სკოლა საქვეყნოდ იყო გამორჩეული.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

მოსწავლეებმა შეადგინეს რეაქციის ტოლობები, დაადგინეს ელემეტების ჟანგვის ხარისხები
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება