სიახლეები
პიროვნება

„თანამედროვე სკოლას მოუწევს დისტანციური სწავლების შერეულ მოდელზე გადასვლა” - ფოთის N12 სკოლის დირექტორი მანანა ხობელია
24-02-2021
-
+


რა დაანახა პანდემიამ, როგორ აფასებს 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად ფოთის N12 სკოლის დირექტორი მანანა ხობელია. გთავაზობთ ბლიც - ინტერვიუს:

- კოვიდ პანდემიამ დაგვანახა...


-  ჩვენი პლანეტა ჩვენი საერთო სახლია, ამ სახლში იქნება თუ არა ჯანმრთელობა და  კეთილდღეობა, თითოეულ ჩვენთაგანზე, ჩვენს სამოქალაქო პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული; გარდაუვალია დისტანციური სწავლების შემოღება/განვითარება/დახვეწა საგანმანათლებლო  სისტემაში.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა, რომ აუცილებელია სკოლაში...

- მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება; პედაგოგთა პროფესიული უნარების განვითარება დისტანციური სწავლების მიმართულებით; მშობელთა ჩართულობის გაზრდა; თანამედროვე სკოლას მოუწევს დისტანციური სწავლების შერეულ მოდელზე გადასვლა მიუხედავად იმისა, იქნება პანდემია, თუ არა.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- როგორც ყველაზე მეტი გამოწვევების წელს, მაგრამ „ზოგი ჭირი მარგებელია“-ს პრინციპით თუ მივუდგებით, მართლაც ბევრი რამ ვისწავლეთ ჩვენ ყველამ ერთად, ბევრი რამე გადაფასდა, ბევრი მიდგომა გადაიხედა. ასე,რომ როგორც მედალს აქვს ორი მხარე, ისე, გასული წელი რთულიც იყო და სასარგებლოც. 

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- როცა  ვხედავ, პირველ რიგში სიყვარულს თავისი მოსწავლისადმი, თავისი საქმისადმი, და შემდეგ უკვე ამ საქმისადმი მიდგომას მაღალი პროფესიული პასუხისმგებლობით. 

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- როცა  მათი აკადემიური ცოდნის დონე უფრო მაღალია, ვიდრე ამ ცოდნის ტრანსფერის უნარი. ცხოვრებაში, სხვადასხვა პრობლემის გადაჭრისას დაბალი აკადემიური მზაობის მოსწავლეები ხშირად უფრო სწრაფად პოულობენ გამოსავალს, ვიდრე ასე რომ ვთქვათ, „მსწავლელი“ ბავშვები.

- მშობლებს ვურჩევდი...

- უფრო მეტი დრო დაუთმონ შვილებს, იყვნენ მათთვის მეგობარი, დაეხმარონ მათ სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში. დაეხმარონ სკოლას, აღზარდოს მოსწავლეებში ნებისყოფა და შრომისმოყვარეობა. მიმართონ თავიანთი ძალისხმევა იქით, რომ ბავშვებს  მაღალი ზნეობის, სიკეთის, მეგობრობის, სიყვარულისა და პატრიოტიზმის  მაგალითები უჩვენონ.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- როგორ მივიყვანოთ მოსწავლე წიგნამდე, შევაყვაროთ კითხვა. რადგან ვთვლი, რომ კითხვა ყველაზე მთავარი უნარია, რომელიც მოსწავლეს დაეხმარება საკუთარი ადგილი იპოვოს საზოგადოებაში.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებმა შეადგინეს რეაქციის ტოლობები, დაადგინეს ელემეტების ჟანგვის ხარისხები
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება