სიახლეები
პიროვნება

„2020 წელი იყო გამოწვევების წელი, რომელსაც ღირსეულად გავართვით თავი“ - სვეტლანა სუხორუკოვა, მუხროვანის სკოლის დირექტორი
24-02-2021
-
+



„2020 წელი იყო გამოწვევების წელი, რომელსაც ღირსეულად გავართვით თავი“, - აღნიშნული განცხადება etaloni.ge-სთვის მიცემულ ბლიც-ინტერვიუში გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორმა, სვეტლანა სუხორუკოვამ გააკეთა.

​მისი თქმით, ონლაინ სწავლებამ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს სასწავლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების უკეთესად გამოყენება ასწავლა.

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- ის, რომ საგანმანათლებლო სისტემამ უნდა შეძლოს მოკლე დროში რადიკალური გარდაქმნა და არსებულ სიტუაციაზე მორგება.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- სასწავლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების უკეთესად გამოყენება.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- მძიმე წლად, როგორც მასწავლებლებისთვის ისე მოსწავლეებისთვის, თუმცა გამოწვევების წელიც იყო, რომელსაც ღირსეულად გავართვით თავი.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- რომ მათ ენატრებოდათ სკოლა, მოსწავლეები და აქტიურად იყვნენ ჩართული ონლაინ სწავლებაში.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- რომ ისინი მოერგნენ არსებულ სიტუაციას; დიდი სიხარულით ერთვებოდნენ ონლაინ სწავლებაში.

- მშობლებს ვურჩევდი...

- ნაწილობრივ მოირგონ მასწავლებლის როლი და მეტი დრო გაატარონ შვილებთან.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- რომ ამ წელმა მძიმე კვალი არ დატოვოს მოსწავლეებში და პანდემიის დროსაც ღირებულ და ფასეულს დაეუფლონ.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება