მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მელეს საჯარო სკოლის დირექტორი მაია გველებიანი ონლაინ სწავლების გამოწვევებზე გვესაუბრება, 2020 წელს აჯამებს და გვიმხელს, რომ ყველაზე ხშირად პანდემიის დასრულებაზე და მოსწავლეებთან ყოველგვარი ბარიერის გარეშე ურთიერთობაზე ფიქრობს.
- კოვიდ პანდემიამ დაგვანახა...
- ჩემის აზრით პანდემიამ დაგვანახა, რომ უპირველესი რაც მოსაფრთხილებელია ადამიანში არის ჯანმრთელობა. რაც შეეხება პანდემიის დროს გათავისებული უნდა ქონდეს ყველა ადამიანს პასუხისმგებლობის გრძნობა რომ მოუფრთხილდეს საკუთარი და სხვის ჯანმრთელობას.
- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...
- ონლაინ სწავლება! მოგეხსენებათ რომ ჩვენი სკოლა მდებარეობს მთის ზონაში რაიონიდან (ლენტეხის რაიონი) ძალიან შორს, რომელიც გვიქმნიდა ინტერნეტის დაჭერის პრობლემას. ონლაინ სწავლება პედაგოგებისთვის იყო ახალი გამოწვევა, მაგრამ ყველა პედაგოგი შეძლებისდაგვარად ყველანაირი საშუალებით უკავშირდებოდნენ მოსწავლეებს რომ აეხსნათ და მიეწოდებინათ სასწავლო მასალა მოსწავლეებისთვის. ონლაინ სწავლებამ გვასწავლა რომ ყველა მოსწავლე და მასწავლებელი ყოველთვის უნდა იყოს მზად ახალი გამოწვევებისთვის.
- 2020 წელს დავახასიათებდი...
- დავახასიათებდი ძალიან უცნაურად. ვფიქრობ, რომ ჩვენ 2020 წელში გადაგვარჩინა საკომუნიკაციო ტექნოლოგიებმა, რომ არ მოვხვდით სრულ ინფორმაციის ვაკუუმში.
- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...
- ჩემი პედაგოგებისგან მიხარია, რომ ონლაინ სწავლების პერიოდში მიუხედავად დაბალი ინტერნეტის დაჭერისა ყველა პედაგოგმა კარგად გაართვა თავი შექმნილ ვითარებას.
- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...
- მოსწავლეებისგან მიკვირს ის, რომ მიუხედავად მცირე ისტ - ის საათებისა კარგად გაერკვნენ და აითვისეს დისტანციური სწავლება და მუშაობა.
- მშობლებს ვურჩევდი...
- მეტი კომუნიკაცია იქონიონ სკოლასთან რომ შევძლო პრობლემების ადვილად მოგვარება. რაც მიიღწევა სკოლასა და მშობელთან ხშირი კომუნიკაციის შედეგად.
- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...
- შექმნილი სიტუაცია გამოსწორდება და თავისუფლად შევძლებთ კომუნიკაციას ბავშვებთან ყველანაირი ბარიერის და რეკომენდაციების გარეშე. ვისურვებდი რომ პანდემია დასრულდეს მალე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.